თეა წულუკიანი: ამ ხელისუფლებას დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა.

მან სანქციების პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება.

„მე ვარ დასანქცირებული, ვარ მიუღებელი, რადგან მაქვს განსხვავებული აზრი, მაქვს ისეთი რიტორიკა, რომელიც შენ გაწუხებს. მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, რომ ორგანიზმში არის ვირუსი - შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება, იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა. ჩვენ ეს ხმამაღლა უნდა ვთქვათ. მე და ჩემნაირი მოქალაქეები ყველაფერს ავიტანთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რისთვის კეთდება ეს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ იარლიყის. ჩვენი ფუნქციაა, რომ თუ ეს იარლიყები მაინც უნდა იყოს, იყოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ეს არ გავრცელდეს სხვა მოქალაქეებზე. ამას ჩვენ შევძლებთ მომავალ წელს თუ ვერ, წინასწარ ძნელია ითქვას, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაგალითად უვიზო რეჟიმის შეზღუდვა და გაუქმება და მიუღებლის იარლიყის მოწებება შეეხოს მაგალითად პარლამენტის ვიცე-სპიკერს თუ რომელიღაც მინისტრს, მაგრამ არ შეეხოს ჩემს რომელიღაც მეზობელს, რომელიც ან ბიზნესმენია, ან თავისი პატარა საქმის აწყობას ცდილობს, ახალგაზრდაა და წინ მომავალი აქვს.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ბრიუსელი, შესაბამისად დღევანდელ ბრიუსელში, ევროპული მომავალი მათი აზრით თუ ის არის, რომ ჩვენ, საქართველოში მოქმედ საბავშვო ბაღებში გოგონებს და ბიჭუნებს ვკითხოთ - აბა, მითხარი შენი აზრით გოგო ხარ, თუ ბიჭი - ეს ვერ იქნება ევროპული მომავალი. ეს არის ბავშვის უფლებების უხეში დარღვევა და მშობლის უფლების დარღვევა, ეს წერია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, რომელიც შექმნეს და დაწერეს იმათზე გაცილებით უფრო დიდმა და გაცილებით უფრო ჭკვიანმა ევროპელმა მამებმა, ვიდრე დღეს შეიძლება ვიპოვოთ ბრიუსელის რომელიმე ოფისში. თუ ევროპული მომავალი არის ის, რომ ჩვენ ვიღაცამ გვითხრას - აბა, წავედით ევროკავშირში, მიატოვე შენი სოხუმი და ცხინვალი - დავსვათ კითხვა: ეს ერთი და იგივე ევროპული მომავალია, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია? თუ გვეტყვიან, რომ ევროპული მომავალი არის ის, რომ საზოგადოება უნდა დაიყოს ორად, უმცირესობა მართავს უმრავლესობას - ეს გვგონია ევროპული მომავალი? ეს არის ის ხელისუფლება, რომელსაც დიახ, მიჰყავს საქართველო ევროპისკენ, მაგრამ არა საკუთარი ეროვნული ინტერესის და ეროვნული ღირებულებების ხარჯზე“, - განაცხადა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766000364

ახალი ამბები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 10 წლამდე ბავშვი საავადმ...

ააა

1766000062

საზოგადოება

თეა წულუკიანი: ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას. ძალიან ძნელია ისაუბრო მთელი ერის სახელით, ამისთვის უნდა იყო ერის მამა, ან ილია მეორე ან ილია ჭავჭავაძე

„რაც შეეხება ქართველი ხალხის სახელით საუბარს, ხელისუფლებაც კი, რომლის ნაწილიც, მაქვს პატივი ვიყო, ძალიან ვუფრთხილდებით ხალხის სახელით საუბრის თემას“, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის...

თეა წულუკიანი

1765999429

საზოგადოება

თეა წულუკიანი: საქართველოს შესახებ ყველა განცხადებასა და ანალიზში ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადეკვატურად ვერ აფასებს

„დღეს უკვე გამოჩნდა ცალსახად, რომ საქართველოსთვის დაბრალებული ე.წ. კამიტის თემა ემსახურებოდა იმას, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურისთვის გაადვილებულიყო საქართველოს კრიტიკა და მოთხოვნა იმისა, რომ...

თეა წულუკიან

1765998714

საზოგადოება

ანა წითლიძე რეზოლუციაზე, რომელსაც ნაცმოძრაობამ ხელი მოაწერა და რომელშიც ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო: ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც „ნაცმოძ...

ანა წითლიძე

1765996119

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დეპუტატთა პალატისადმი მიმართვისას, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იტალია უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის“. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებ...

ჯორჯია მელონი