ვიყენებ ვეტოს, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტმა მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო ამის შესახებ მან, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის პოლიტიკური ვეტო.
"დღეს ვიყენებ ვეტოს, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება და ყოველ კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს.
ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროვებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი", - თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადების შესახებ ცვლილებებს გულისხმობს. ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებას, საკომუნიკაციო არხებიდან ინფორმაციის მოხსნასა და ფარულ ფოტო/ვიდეო/აუდიო ჩაწერას მოიცავს. მიღებული ცვლილებების შედეგად, ფარული საგამოძიებო მოქმედებები 9 თვემდე გახანგრძლივდება. ქართული ოცნების კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო.
ასევე წაიკითხეთ:
🔵კოლუმბიის წყლებში, სამი საუკუნის წინ ჩაძირულ ესპანურ გემზე, 17 მილიარდი დოლარის განძი აღმოაჩინეს
1790575879
საზოგადოებასაქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას დღეს უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გამართ...
1790574014
საზოგადოებასაქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და უკრაინის ნაკრების შეხვედრის გამო დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების შესარჩევი მატჩის გამო, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 28 სექტემბერს, 09:00 საა...
1790573913
საზოგადოებათბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია
თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ქალაქ ნანკინის მერთან ლი ჭონგ ძუნისთან. თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწ...
1790572535
საზოგადოება28 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი ალავერდობის სადღესას...
1790571841
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 სექტემბერს საქართველოში
28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...


























