"პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო - იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს"

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა მათ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის წლიურ ანგარიშს წარუდგენდა დეპუტატებს და მოსახლეობას.

"ეს ადამიანები, ვინც აქ არიან წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილი დადიოდა ევროკავშირში, ევროპარლამენტში.

ამას პირდაპირ ჩვენი ევროპელი კოლეგები მიყვებიან, მავნებლურად, მტრულად ექცეოდნენ ქვეყანას",- განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნულ განცხადებას დარბაზიდან სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა "ტყუილია, სრუპენტელა". 

ამ რეპლიკას პრემიერმა ვრცლად უპასუხა.

"რა არის ტყუილი? ავხსნი, რატომ არ არის ტყუილი.

ტყუილი არის თქვენი ყველა სიტყვა, რასაც თქვენ თქვენს მოქალაქეებს ელაპარაკებით.

"ევროპის სახალხო პარტიამ“ მათი რეკომენდაციებით მოამზადა ყველაზე სამარცხვინო ტექსტი, უსამართლობის ზეიმი, ეს იყო პირდაპირ მხილება და მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადამიანებს არ სურდათ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღოთ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.

ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციებს ვუზიარებ ჩვენს მოქალაქეებს.

ახლა რაც შეეხება ქალბატონ სალომე სამადაშვილს, ძალიან ნერვიულობს იმიტომ, რომ იცის მასზე უნდა გადავიდე.

ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო.

იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს",- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍პრემიერი: ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, იყო დავით არახამია - ჩვენი ოპონენტების მეგობარი

📍სალომე სამადაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში მთავრობის წლიური ანგარიშით გამოდიოდა, პროტესტის ნიშნად ზურგი აქციეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790571841

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 სექტემბერს საქართველოში

28 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი დ...

ამინდი      ამინდი

1790541336

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი

„დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი“, - განაცხადა გ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1790540418

ახალი ამბები

ვახტანგ ჭარაია: „ნამოხვანჰესის“ ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი

„გინდ ქართველი იყოს, გინდ უცხოელი, ამოსავალი წერტილი ეს არ უნდა იყოს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა ინვესტიციას ახორციელებს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ინვესტიცია, ახლავს თუ არა მას ისეთი ხიფათი, რომე...

ვახტანგ ჭარაია

1790538684

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ბახმაროს სემინარზე: კვლავ ცდილობენ, ამა თუ იმ შემოვლითი გზებით დააფინანსონ ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ყოველთვის არჩევნების შედეგების უგულებელყოფითა და დესტაბილიზაციის მცდელობით იყო დაკავებული

„იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი გახლდათ, დეპუტატიც იყო სხვადასხვა პარტიიდან და ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში იყო „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. აღსანიშნ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1790536832

ახალი ამბები

რამაზ სვანაძე: ჩვენი მთავარი მიზანი ნებისმიერ გუნდთან დადებითი შედეგის მიღწევა იქნება, იმედია, ხვალაც და მომავალშიც ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ

ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინასთან მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მომავალი შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრა...

რამაზ სვანაძე