ნინო თანდილაშვილი: ყოველწლიურად იმატებს ავტომობილების იმპორტი, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს, მეტ მავნე აირის გაფრქვევას და ჰაერის დაბინძურებას დიდ ქალაქებში, ეს არის გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოსგან საპასუხო ქმედებები
მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოში 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ქვეყანაში სახეზეა გამონაბოლქვით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე აირების გაფრქვევით გამოწვეული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება.
„დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ბავშვები. აქ ჩვენ და საზოგადოება ერთიანად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც საუბარია ჩვენზე და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე უნდა ვთქვათ, რომ შეზღუდვები საჭიროა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ნახვა ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და შესაძლებელია ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge.
ასევე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საინფორმაციო წელიწდეულებს „საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წელიწდეული“ და ბიულეტენებს „მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ”, რომელშიც შესაძლებელია მონაცემების ნახვა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ თვეებისა და ქალაქების მიხედვით https://nea.gov.ge.
1770972694
საზოგადოებაპაპუაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნებაყოფლობით ვაკეთებთ, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს, უკრაინელი ხალხისთვის გვერდით დგომაა. სხვა არავინ იმსახურებს ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას - არც ბრიუსელი, არც ზელენსკი და არც ევროკომისია
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები, ვიდრე ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომლებიც ჩვენთვის შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...
1770971872
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2025-ის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა....
1770971814
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი. შავი იუმორის სფერო არის, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს
გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი, რომელსაც აქვს შეფარდებული პატიმრობა და არის ძებნაში. რა თქმა უნდა სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვად...
1770970599
ახალი ამბები2026 წლის იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო
2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს,...
1770969929
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე: ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები - მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე
ისეთი სხდომა იყო, რომელსაც ჯო უილსონიც კი არ დაესწრო, არა თუ სხვა კონგრესმენები. ჯო უილსონიც რომ დაესწრება, მგონი, გასაგებია, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ ოლესია ვართანიანი, ბახტი ნიშანოვი ერთმან...


























