ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში - ბასილაშვილის ცოლის ჩვენება სასამართლოში

ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი,- ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც მასსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნეკა დოროყაშვილი დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კითხვებს პასუხობს. როგორც ის განმარტავს, ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი მის მიმართ ქორწილის დღესაც ჰქონდა.
“ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, ჩემთვის ამაზე საუბარი ემოციურია, მაგრამ ვეცდები ყველა ფაქტი აღვწერო. გავიარეთ რთული პერიოდი და რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა რთულია, მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.
2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი”,- განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.
რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, როგორც ნელი დოროყაშვილმა განმარტა, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი დედა ამბობდნენ და აჯერებდნენ, რომ ის იყო შეურაცხადი. დოროყაშვილის განმარტებით, ეს ხდებოდა მისი ორსულობის დროს.
“როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს”, – აცხადებს დოროყაშვილი. როგორც მან განმარტა, მეუღლეს 2020 წელს გაეყარა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა სატელეფონო საუბრისას მაინც გრძელდებოდა ბასილაშვილის მხრიდან.
„მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო. ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა. ყოფილა შემთხვევა კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი. მას მუდმივად ჰქონდა იმის შიში, რომ რამე არ გადამეღო და არ ჩამეწერა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა მას 2016 წელს სამი ტელეფონი დაუმსხვრია იმის ვარაუდით, რომ მტკიცებულებები არ შეეკრიბა.
ამასთან, დოროყაშვილი ამბობს, რომ შეურაცხყოფა მის მიმართ შვილის თანდასწრებითაც ხდებოდა.
“ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო”, – აცხადებს დოროყაშვილი.
მისივე თქმით, მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა ასევე იმის გამო, რომ მათი შვილი დღენაკლული დაიბადა.
“მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზეც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745250119
მსოფლიოპუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...
1745247202
ახალი ამბებიქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...
1745246631
ახალი ამბებირეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა
71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რეჟისორის შემოქმედება ქართული ანიმაცი...
1745246344
საზოგადოებავლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში. ამიტომ, ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან
ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა ქართველ ხალხში, ამიტომ ისინი ცდილობენ მიიღონ დავალებები და დაფინანსება, პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის გარედან - განუცხადა „ქრონიკას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები...
1745244045
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს
ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს, - გა...