ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრძალვის მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება იქცეს.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა დასაშვებად და კანონიერად წარმოაჩინეს.
მისი თქმით, პარტიის წარმომადგენლები ამ პოზიციას იმ არგუმენტით ხსნიდნენ, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევის შემთხვევაში, მისი დამხობის უფლებაც აქვთ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის სესიაზე, ნაცმოძრაობა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მისი როგორც პარტიის აკრძალვას; გაგიკვირდებათ და ეს ნებსით თუ უნებლიეთ საკუთარი ინიციატივით გააკეთა. თავად გამოძებნეს ის არგუმენტი, რომელიც სხვა არგუმენტებთან ერთად ამართლებს მათი აკრძალვის სარჩელს. „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას. „არგუმენტად“ მოიყვანეს ის, რომ რაკი ჩვენ და ჩვენი მომხრეები ხელისუფლებას არალეგიტიმურად მივიჩნევთ, გვაქვს მისი დამხობის ლეგიტიმური უფლებაცო.
მოკლედ, „ნაცმოძრაობა“ როგორც პარტია, თუკი ხელისუფლებაში არ არის, მუდმივად ორიენტირებულია ანტიკონსტიტუციურ ქმედებებზე და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება მის განსახორციელებლად. და როდესაც მავანნი ამბობენ, რომ ხელისუფლების დამხობა და კონსტიტუციური წყობის დამხობა განსხვავებული რამეებიაო, მათ ვეტყოდი, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა განიხილება ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამხობის პირველ ეტაპად“, - წერს ანჯაფარიძე.
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...
1794667339
ახალი ამბებისაახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის...
1794664892
ახალი ამბები15 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში, კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩების მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ას...
1794662651
ახალი ამბებითელავში დედის დაჭრაში ბრალდებულ შვილს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან ს...































