ზურაბ აბაშიძე 2009 წლის აქციებზე: ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები - დათა ახალაია და სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს, ერთობოდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, იმჟამინდელი უშიშროების მაღალჩინოსანი დათა ახალაია, სანოძესთან ერთად, უშიშროების შენობიდან კისტის თოფს ესროდა.
„ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, მაშინ შსს და უშიშროება ერთად იყო. იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და სახეზე ვინც ვიცანი ერთი იყო დათა ახალაია და მეორე სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს. ქვემოდან ვუყურებდი და ვუთხარი რას აკეთებთ, ეს რომ ვინმეს თვალში მოხვდეს-მეთქი. ერთობოდნენ, წყლებს ესროდნენ ახალგაზრდებს, ეს იყო პროვოცირება“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
1750073531
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე: საზოგადოება ამას გასცემს პასუხს, ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია
„საზოგადოება ამას გასცემს პასუხს. გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1750070956
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გ...
1750069845
ახალი ამბები„სეტყვა, ძლიერი წვიმა და ელჭექი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო...
1750068299
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ირაკლი ბერაია დაინიშნა, - აღნიშნულის შ...
1750067553
ახალი ამბებიგია ვოლსკი ოპოზიციაზე: საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარება მათთვის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ხვდება, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაზე უარის თქმა არასწორი ნაბიჯი იყო. „დესტაბილიზაცია იყო შეკვეთა და ამ შეკვეთას დღ...