ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ სიაზე: პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით მსურს გამოვეხმაურო ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებულ, ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად შეიყვანეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გამოქვეყნებული სია ღიმილისმომგვრელია, ამავე დროს, მოსახლეობა აღნიშნული ორგანიზაციის შეფასებებს, ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება.

„პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის რომ ღიმილისმომგვრელია, ვფიქრობ, ამას ახსნა არ სჭირდება, ამავდროულად, ისიც არახალია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ ორგანიზაციის ექსპერტიზას, მათ განცხადებებს თუ შეფასებებს, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო, სერიოზულად არ ეკიდება. თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია - რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად,“ - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ეს აბსურდი, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის მორიგი მცდელობაა, რაც ნათლად ასახავს, თუ როგორ მუშაობს გლობალური ომის პარტიის მექანიზმები იმ ლიდერებისა და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ.

„ჩვენს პოლიტიკურ გუნდში მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ერთ-ერთი ინსტრუმენტის მიერ გამოქვეყნებული აბსურდი, უფრო კონკრეტულად კი ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის ეს მორიგი მცდელობა გამოვიყენოთ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს მათი მექანიზმები იმ ლიდერების და ეროვნული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ომის ნაცვლად - მშვიდობას, მორჩილების ნაცვლად - თავისუფლებას, უცხო ძალების გავლენის დიქტატით მოქმედების ნაცვლად - სუვერენიტეტს ირჩევენ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793693543

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლებ...

ირაკლი ზარქუა

1793693274

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...

სულხან თამაზაშვილი

1793692831

ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა. „თქ...

რეჯეფ თაიფ ერდოღან

1793692785

მსოფლიო

ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე...

ორი ვერტმფრენი შეეჯახა

1793692208

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა