სოზარ სუბარი: ადამიანებმა მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება - თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნორა კვიციანისთვის საქართველოს გმირის წოდების მინიჭების ინიციატივას უერთდება. მისი განცხადებით, სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის დაცვაში განსაკუთრებული წვლილი ემზარ და ნორა კვიციანებს მიუძღვით.

სოზარ სუბარის თქმით, ემზარ კვიციანის ძალისხმევით გაიჭრა კოდორის ხეობიდან სვანეთისკენ გზა, რამაც ომის პერიოდში ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება და სამხედრო ტექნიკის გადმოყვანა შესაძლებელი გახადა. მისივე განცხადებით, ემზარ და ნორა კვიციანები მოუწოდებდნენ კოდორის ხეობის მოსახლეობას, დარჩენილიყვნენ და ხეობის დასაცავად ებრძოლათ.

„სოხუმის დაცემის შემდეგ სწორედ ემზარ კვიციანი და მისი და, ნორა კვიციანი, იყვნენ ის ადამიანები, რომელთა დიდი ძალისხმევითაც მოხდა კოდორის ხეობის დაცვა. კოდორის ხეობიდან სვანეთისკენ გზა რომ გაიჭრა, ეს პირადად ემზარ კვიციანის დამსახურება იყო. იქ არ იყო გზა, იყო უბრალოდ ბილიკი და შეუძლებელი იქნებოდა ამდენი ადამიანის გადმოსვლა და გადაადგილება, რომ არა ემზარ კვიციანი. აღარაფერს ვამბობ სამხედრო ტექნიკასა და ავტომობილებზე, რომელთა გადმოსვლა იმ ბილიკებზე შეუძლებელი იყო და, შესაბამისად, ადამიანური მსხვერპლიც გაცილებით დიდი იქნებოდა. ემზარ კვიციანმა ომის დღეებში მოახერხა და თავისი რესურსითა და შესაძლებლობით გააკეთა ეს გზა, რადგან ხედავდა ამის საჭიროებას. ემზარ და ნორა კვიციანები არწმუნებდნენ კოდორის ხეობის, ან, როგორც სვანეთში უწოდებენ, დალის ხეობის მოსახლეობას, რომ დარჩენილიყვნენ და ებრძოლათ ხეობის დასაცავად. მაშინ ეს ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, მაგრამ ბევრმა დაუჯერა, დარჩნენ და შეძლეს, დაეცვათ ხეობა. მე პირადად იქ ვიყავი, წინა ხაზზე, როცა პირველი შეტევები მოვიგერიეთ. ემზარ კვიციანისვე დამსახურებით მოხდა შეთანხმება რუსულ მხარესთან, რომ მშვიდობა დამყარებულიყო კოდორის ხეობაში. შეთანხმება ბოლომდე დაცული არ ყოფილა. რუსებმა ხან ვერტმფრენებით გადმოსხეს სპეცრაზმი კოდორის ხეობის ცენტრში, პერიოდულად იყო მცირე ზომის შეტევები [აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან], თუმცა კოდორელებმა შეძლეს ამ ტერიტორიის დაცვა. ხსენებული შეთანხმების თანახმად, კოდორის ხეობაში არ უნდა მდგარიყო ოფიციალური ქართული შეიარაღებული ფორმირებები, მხოლოდ ადგილობრივების რაზმი უნდა ყოფილიყო. ასევე, აკრძალული იყო გარკვეული ტიპის მძიმე შეიარაღების შეტანა ხეობაში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბატალიონი „მონადირე“, რომელიც მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს რიგებში შევიდა. სწორედ ეს შეთანხმება დაარღვია სააკაშვილმა 2006 წელს, როცა შეიარაღებული ძალებითა და მძიმე ტექნიკით შევიდა კოდორის ხეობაში. როდესაც სააკაშვილი შევიდა კოდორის ხეობაში, მოხდა ბატალიონ „მონადირის“ დაშლა და განიარაღება. ძალიან ბევრი სამშობლოს დამცველი დააკავეს აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებებით, როგორიცაა ტრეფიკინგი, ან იარაღის უკანონო ფლობა. თითქოს ვინმესთვის იყო საიდუმლო, რომ ხეობის დამცველებს იარაღი უნდა ჰქონოდათ. ბევრი დაკავებული ციხეში გარდაიცვალა კიდეც წამების, ან სხვადასხვა დაავადების გამო, რომლებსაც არ მკურნალობდნენ. სხვებთან ერთად აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებით დააკავეს და გაასამართლეს ნორა კვიციანიც, რომელმაც ციხეშიც აჩვენა სიმტკიცისა და გაუტეხლობის მაგალითი. იქ ის მონაზვნად აღიკვეცა და მოგვიანებით აღესრულა, როგორც დედა ქეთევანი. მინდა, აღვნიშნო, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც კარგად იციან, რამხელა დამსახურება მიუძღვის ქალბატონ ნორა კვიციანს კოდორის ხეობის დაცვის საქმეში, მოაგროვეს ხელმოწერები და პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ ნორა კვიციანს მიენიჭოს საქართველოს გმირის წოდება. თუ ვინმე იმსახურებს ამ ძალიან მაღალ ტიტულს, ეს სწორედ ნორა კვიციანია და მე პირადად ვუერთდები ამ სამართლიან და სწორ თხოვნას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793693582

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ, დღეს საკუთარ ქალაქებში მიიღეს, რაც ბუნებრივი და კანონზომიერი ფაქტია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ის ძალადობა, რომელსაც ევრობიუროკრატები საქართველოში აქეზებდნენ და ახალისებდნენ,...

რატი იონათამიშვილი

1793693543

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლებ...

ირაკლი ზარქუა

1793693274

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სულხან თ...

სულხან თამაზაშვილი

1793692831

ახალი ამბები

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა. „თქ...

რეჯეფ თაიფ ერდოღან

1793692785

მსოფლიო

ნეპალში ერთმანეთს ორი ვერტმფრენი შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ნეპალში ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. გამოცემა The Kathmandu Post-ის ინფორმაციით, დაღუპული უცხოელია. მისი ვინაობა ამ ეტაპზე...

ორი ვერტმფრენი შეეჯახა