კანადის პრემიერ-მინისტრი: ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადია, ვიდრე აშშ-სთან

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობები ჩინეთთან უფრო პროგნოზირებადი გახდა, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.

რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა ჩინეთი კანადისთვის უფრო პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორი, ვიდრე შეერთებული შტატები, კარნიმ უპასუხა, რომ ოტავასა და ვაშინგტონს შორის კავშირები „უფრო ღრმაა“, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობები უფრო პროგნოზირებადი გახდა.

„ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან, და ეს გასაკვირი არ არის, გაცილებით მრავალმხრივი, გაცილებით ღრმა და ფართოა, ვიდრე ჩინეთთან. თუმცა, დიახ, ბოლო თვეებში ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით, ისინი უფრო პროგნოზირებადი გახდა და თქვენ ხედავთ შედეგებს, რომლებიც ამ ყველაფერს მოჰყვება“, - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კარნიმ აღნიშნა, რომ კანადასა და ჩინეთს პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს თანამშრომლობის შესახებ „გულწრფელი საუბარი“ ჰქონდათ.

16 იანვარს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სავაჭრო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, კანადა შეამსუბუქებს ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფებს, რომლებიც მან შეერთებულ შტატებთან ერთად 2024 წელს დააწესა. სანაცვლოდ, ჩინეთი შეამცირებს კანადის ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ტარიფებს.

გარდა ამისა, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს ჩინური ინვესტიციების განხორციელებას კანადურ ენერგეტიკასა და სამომხმარებლო საქონელში. კანადა, თავის მხრივ, გეგმავს ინვესტიციების განხორციელებას ჩინეთის აერონავტიკულ ინდუსტრიასა და მოწინავე წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს კანადის მთავრობის მეთაურის პირველი ვიზიტია ჩინეთში 2017 წლის შემდეგ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768646041

ახალი ამბები

გორდულაძე მოლდოვის პრემიერის განცხადებაზე: ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანას ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება, სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი, ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანასთან გაერთიანება სჭირდება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა....

არჩილ გორდულაძე

1768642490

ახალი ამბები

ლატვიაში გამგზავრებამდე საქართველოს ფუტსალის ნაკრებს პრემიერ-მინისტრი ესტუმრა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება თბილისში გაიარა. 18 იანვარს კი ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაემგზავრება. ოლიმპიურ...

 პრემიერ-მინისტრი

1768642109

საინტერესო ამბები

გიორგი ჯინჭარაძე თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის...

გიორგი ჯინჭარაძე

1768639621

მსოფლიო

რუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ცეცხლის...

რუსეთი და უკრაინა

1768636652

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით 4 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით 4 პირი - 1998 წელს დაბადებული თ.ტ., 2000 წელს დაბადებული გ.ტ., 2005...

 4 პირი ცხელ კვალზე დააკავა