აჭარა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე `ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რეგიონში სტუმრების მისაღებად 300-მდე ობიექტი უკვე მზადაა. სწორედ ამდენი ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს.
„ეპიდემიოლოგიური ვითარება როგორც რეგიონში, ასევე, მთელ ქვეყანაში, გვაძლევს საშუალებას, რომ ტურისტულმა ობიექტებმა ფუნქციონირება განაახლონ. ცხადია, რეგულაციების დაცვით. წელს, ტურიზმი მთელ მსოფლიოში ნიშნავს ინფიცირების სტატისტიკას, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ეპიდემიის კონტროლი, რაც ტურისტული საქმიანობის განვითარების საშუალებას გვაძლევს. ჩვენთან, ტურისტულმა ობიექტებმა უკვე აქტიურად დაიწყეს მზადება ზაფხულის სეზონისთვის. 300-მდე ობიექტია უკვე აჭარაში, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ სტანდარტებს და შესაბამისად, აქვთ საშუალება უმასპინძლონ სტუმრებს. იგივე პროცესი მიმდინარეობს სხვა ტურისტულ ობიექტებშიც.
წელს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მოქალაქეებთან ერთად. აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნა ოფიციალურად ივნისის თვეშია ჩანიშნული და მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა, რომ ყველა ობიექტი იყოს გახსნილი“, - ამბობს ზოიძე.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, გასულ წელს, რეგიონში მეორე ტალღის ეპიდაფეთქების შემდეგ, როგორია მიღებული გამოცდილება და ზომები, რომლითაც აჭარა 2021 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხვდება.
„გასული წლის გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. მაშინ ვირუსი ახალი იყო და სტანდარტების დანერგვაც მაშინ იწყებოდა. ახლა ბევრად მეტი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს რისკებს. ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მექანიზმების ჩართვა, ასევე მოსახლეობის მზაობა, დაიცვას რეგულაციები. მთავარი საკითხი, რაც დღეს მსოფლიოს ტურიზმის ოპერირებაში ეხმარება, სწრაფი რეაგირება და სწორი მენეჯმენტია“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
1792686144
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინი...
1792682204
ახალი ამბებისაქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პ...
1792680779
ახალი ამბებისოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი
2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება...
1792679739
მსოფლიოგერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...
1792679007
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი
„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...






























