იტალიის ქალაქ ჯოვინაცოში ქართული საღამო გაიმართა
5 ოქტომბერს, ქ. ჯოვინაცოში, ქართველი ემიგრანტის თეონა ბოტკოველის ორგანიზებით, ქართული საღამო გაიმართა. - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ბარიში ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში ემიგრაციაში მოღვაწე ახალგაზრდა ხელოვანებმა წარმოადგინეს ხელნაკეთი ნამუშევრები. ქართული კულტურის საღამოს ესწრებოდნენ ემიგრანტი პოეტი ქალბატონები, რომლებმაც ქართულ და იტალიურ ენაზე წაიკითხეს მათი ლექსები.
ასევე, ესწრებოდნენ პულიას რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქალაქ ჯოვინაცოს მერი, ბატონი მიკელე სოლიჩიტო, საქველმოქმედო ორგანიზაცია “Caritas Italiana“-ს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები.
საღამოს, აგრეთვე დაესწრნენ ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.
ქართული იტალიური მეგობრობისადმი მიძღვნილი საღამოს დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები და ქართული ღვინო.
1782327179
მსოფლიომორიგი სკანდალი ურსულა ფონ დერ ლაიენის გარშემო - რას იძიებს ევროკავშირის ომბუდსმენი მის შესახებ?
ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბერლინერ ცაიტუნგი“ ავრცელებს. „ბერლინერ ცაიტ...
1782325106
მსოფლიო„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში
ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში...
1782323113
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან...
1782322638
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...
1782320754
მსოფლიორუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს
რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა...































