ემიგრანტი ბებიას მისალოცი წერილი შვილიშვილის - „დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ვეებერთელა მზევ, შენგან შორს მყოფს რომ მათბობ...“
ემიგრანტი ბებოს მისალოცი წერილი შვილიშვილის - „დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ვეებერთელა მზევ, შენგან შორს მყოფს რომ მათბობ...“ ასე იწყება იტალიაში, ემიგრაციაში მყოფი ნინო ტოგონიძის წერილი, რომელიც შვილიშვილს მიუძღვნა:
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ვეებერთელა მზევ, შენგან შორს მყოფს რომ მათბობ და მინათებ 4 წლის განმავლობაში უფლის წყალობით გათენებულ ყოველ დღეს!
ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი კომპიუტერის ეკრანიდან რეალობაში გადმონაცვლებულ მრავალი წლის შემდეგ შინ დაბრუნებულ ემიგრანტს მისი საოცნებო არსების გულში ჩაკვრა დიდი სიფრთხილით მომიწევდა იმ ავად სახსენებელი ვირუსების და ჩემი მრავალგზის ოპერაციების გამო, რამაც მთელი ჩემი გეგმები და ოცნებები წყალში ჩამიყარა!
უფრო რთული აღმოჩნდა ეს ყველაფერი ვიდრე წარმომედგინა! თითქმის სამი თვის განმავლობაში სამჯერ ვერ აგიყვანე ხელში, ერთი ფოტოც კი არ მაქვს შენთან ერთად და სხვა რამეზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ მადლობა უფალს რომ გხედავდი, გისმენდი, ვგრძნობდი და ვხარობდი შენით, რაც ყველაზე დიდი წამალი იყო ჩემთვის!
შენი გონივრულობით, თბილი და სიყვარულით სავსე გულით ყველას და ყველაფერს ლამაზად აღიქვამდი და მაოცებდი! ახლაც მაოცებ ისევ შორიდან წამიერად გაელვებული საკუთარ ეიფორიაში მყოფი და ორი თვის განმავლობაში ეს არის მხოლოდ ჩემი ძალა, რომელიც მარტო მყოფს ხანდახან სიცილის უფლებას მაძლევს!
მინდა უფლის მადლით იღბალი გისურვო! პირველ რიგში ადამიანი მინდა იყო, და არასოდეს დაგეკარგოს უფლის რწმენა, სიყვარული და კეთილ საქმეთა კეთების სურვილი!
მალე უფალი მოგანიჭებს იმ დიდ ბედნიერებას, რომ გზა და ხიდად იქცე შენი სისხლ-ხორცისა და გისურვებ ისეთი მყარი და ამაყი ნაბიჯებით გაგევლოს შენი გასავლელი მასზე გამვლელს ფეხი არასოდეს დასცდენოდეს!!
ყველას ვულოცავ შენი დაბადების დღით მინიჭებულ სიხარულს შენი საყვარელი მშობლების თამადობით!
მრავალჟამიერ შენი სიცოცხლე!
ჩემო პირველო მერცხალო დედა ღვთისა ფარავდეს შენს ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ მომავალს აწ და მარადის!“
ჩვენს მკითხველს შევახსენებთ რომ Exclusivetv.ge გახლავთ საემიგრაციო მედიაპლატფორმა, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს იტალიასა და საბერძნეთში.
მედიამუწყებლის მიზანია მხარი დაუჭიროს ემიგრანტებს და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას.
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























