იტალიაში გაუჩინარებული სალომე ტეტუნაშვილის საქმეში, კერძო დეტექტივის ჩართვას ითხოვენ
მეოთხე დღეა იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ 27 წლის სალომე ტეტუნაშვილს ეძებენ. გუშინ ქართველმა ემიგრანტებმა გოგონას დამსაქმებელი ოჯახის სახლთან, საპროტესტო გამოსვლაც მოაწყვეს, ისინი ნეაპოლის პოლიციისგან მეტ ჩართულობას და აქტიურობას მოითხოვენ.
გაჟღერდა ასევე ინიციატივა, რომ საქმეში ჩაერთოს კერძო დეტექტივი, რადგან ისეთ ქალაქში როგორიც ნეაპოლია, პოლიციას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია და კერძო დეტექტივი ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია. იდეა თავისთავად კარგია, მაგრამ გადაწყვეტილება დაკარგული გოგონას ოჯახმა უნდა მიიღოს. იდეის ინიციატორი, დაინტერესების შემთხვევაში, კერძო დეტექტივის კოორდინატებს მოგვაწვდის.
შეგახსენებთ, რომ სალომე ტეტუნაშვილი, რომელიც ნაპოლში მოხუცი ქალბატონის მომვლელად მუშაობდა, 22 იანვარს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით ტეტუნაშვილს უკანასკნელი სატელეფონო საუბარი, მეგობართან დღის 16:00 საათზე ჰქონდა და მას შემდეგ კავშირი შეწყდა.
1789921824
ახალი ამბებიაჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 19 სექტემბერ...
1789920114
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ დამამცირებელ კონტექსტში საუბარს განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს. ის აცხადებს, რომ „ჯუჯების“ ო...
1789918499
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება
გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ ეთერში ძალიან გულწრფელად და შინაარსიანად ისაუბრა. იგი მხოლოდ წარმატებული სპორტსმენი არ არის, ნათელია, რომ საინტერესო მოსაუბრეცაა, რომელსაც საკუთარი პოზიცია და ცხოვრებისეული...
1789913516
ახალი ამბებიპროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფ...
1789910396
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრა...































