დაცვის თანამშრომელს შეყვარებული ქალი, მანქანაში 20 საათი დაბმული ჰყავდა და მის გაგუდვას აპირებდა

საბერძნეთში, დაცვის თანამშრომელმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, შეყვარებული ქალი გაიტაცა და 20 საათზე მეტი, მანქანაში დაბმული ჰყავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაცვის თანამშრომელმა იეჭვიანა, რომ მისი შეყვარებული სხვა კაცთან ფლირტაობდა, რის გამოც მისი დასჯა გადაწყვიტა. 

როგორც, ცნობილია პოლიციას დახმარების თხოვნით ახალგაზრდა ქალის ბებიამ მას შემდეგ მიმართა, რაც შვილიშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო. 

ძებნის შედეგად ახალგაზრდა ქალი პოლიციამ მანქანაში დაბმული იპოვა. 

მას არ აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, თუმცა დაზარალებული აცხადებს, რომ დაცვის თანამშრომელმა, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, ის გაიტაცა და ჰქონდა მცდელობა მისი გაგუდვის.

კაცი პოლიციამ ადამიანის გატაცებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. 

ბრალის აღიარების და ბოდიშის მოხდის შემდეგ, დაცვის თანამშრომელი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

იგი ვალდებულია თვეში ორჯერ გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში. მას ეკრძალება ქალაქის დატოვება და ახალგაზრდა ქალთან მიახლოება. 

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთში, გემზე ცეცხლის ალყაში მოქცეული ორი მგზავრი გადაარჩინეს, ხუთი კი ცოცხალი იპოვეს

🔵საბერძნეთში მომხდარი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა - დოკუმენტური ფილმი "კაროლაინი" -ს პრემიერა

🔵საბერძნეთში, არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევაში გადატანილი დაავადების სერტიფიკატს ვეღარ მიიღებენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787811758

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო...

პროკურატურა

1787809274

მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყანა ნეპალის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

„სხვადასხვა ქვეყანა ნეპალის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს“, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, ნიუ-დელი მზადყოფნას გამოთქვამს, ნეპალს ნებისმიერ...

ნეპალი

1787806346

ახალი ამბები

27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, – ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, შესაძლებელია ელჭექი,...

წვიმააა

1787777107

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყარო...

პუტინი

1787775803

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს. „თეირანი გაერ...

ირანი აშშ