დიდი სირთულეების შემდეგ, საბერძნეთის კონსულმა მარიუპოლში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო

დიდი სირთულეების შემდეგ, საბერძნეთის კონსულმა მარიუპოლში, მანოლის ანდროულაკისმა  სამშობლოში დაბრუნება შეძლო.

მას ოჯახის წევრები ათენის ელეფთერიოს ვენიზელოს აეროპორტში დახვდნენ. 

მანოლის ანდროულაკისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ ტრაგედიაზე, რაც  მარიუპოლსა და უკრაინაში  ტრიალებს და ყველას ომის შესაწყვეტად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.  

მისი განცხადებით, მარიუპოლი, რომელიც საერთოდ აღარ ჰგავს  მორიუპოლს, დაემატება ომების შედეგად განადგურებულ ქალაქების სიას, როგორიცაა გერნიკა და ალეპო.

საბერძნეთის კონსული ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, სამხედრო მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. დიპლომატის ოჯახმა საბერძნეთის ხელისუფლებას სთხოვა გამოეჩინათ ყველაზე მოსახერხებელი გზა მისი სამშობლოში დასაბრუნებლად, რადგან კონსულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.  

საბერძნეთის ხელისუფლების და ასევე უკრაინის პრეზიდენტის, მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად დიპლომატი სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულ კონსულს, პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში შეხვდება.  

ანდროულაკისი იყო ბოლო ევროპელი დიპლომატი, რომელმაც მარიუპოლის ომის ზონა დატოვა.

კონსულმა, მარიუპოლიდან თავის დაღწევაში და სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული უზარმაზარი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის.  მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ორ უცნობ ოჯახს, რომელთაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ის შეიფარეს.  

ასევე საინტერესოა

🔷საბერძნეთის კუნძულზე მიწისძვრა მოხდა

🔷ათენში, საბჭოთა კავშირის დროს დაღუპული ჯარისკაცის ძეგლი დააზიანეს - მომხდარმა რუსეთის საელჩოს აღშფოთება გამოიწვია

🔷რუსეთის უნივერსიტეტის, ბერძენი სტუდენტები შველას ითხოვენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური