"იმდენად მიყვარს, რომ ვერ მივატოვებ" - რას წერდა ქმრის მიერ მოკლული ცოლი დღიურში

“იმდენად მიყვარს, რომ ვერ მივატოვებ“ - წერდა 20 წლის კაროლაინი საკუთარ დღიურში, რომელიც წყვილის სახლიდან პოლიციამ ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის კაროლაინი,11 მაისს, საკუთარმა მეუღლემ, მათ შორის გამართული კამათის შემდეგ, მათი 11 თვის ქალიშვილის თვალწინ გაგუდა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მათ ოჯახს მძარცველთა სამ კაციანი ჯგუფი დაესხა თავს.
ცოლის მკვლელი, 32 წლის პილოტი, ბაბი ანაგნოსტოპულო, 37 დღის განმავლობაში დაზარალებულის სტატუსს ატარებდა. 37-ე დღეს კი მას პოლიციამ გამოძიების შედეგად მოპოვებული უტყუარი დეტალები წარუდგინა, რომლებიც ადასტურებდა, რომ 32 წლის პილოტმა, 11 მაისს, მეუღლე თვითონ მოკლა. ამ ყველაფრის შემდეგ კი მან საკუთარი დანაშაული დეტალურად აღიარა.
ამონარიდი კაროლაინის დღიურიდან :
15 ნოემბერი, 2019 წელი,18 წლის ვარ და მინდა, ვცადო ბავშვის გაჩენა, ჯერ ბაბისთვის არ მითქვამს, იმიტომ რომ დღეს ვიჩხუბეთ და მისთვის გული რომ მეტკინა, ვუთხარი - ხანდახან მგონია, კარგია, ბავშვი რომ დავკარგე რადგან, არ არის საჭირო მის ოჯახს ვუყურო. მაშინვე ვინანე, ეს რომ ვუთხარი. როდესაც მდგომარეობიდან გამოვდივარ, არ მადარდებს ხოლმე რამდენად ძალიან ვაწყენინებ მას. რეალურად იმ დროს მინდა, რომ რაც შეიძლება ძალიან ვაწყენინო. ასე ალბათ იმიტომ ვიქცევი, რომ თვითონ ვარ ძალიან გულნატკენი. ძალიან ხშირად ყველა ბრაზი და დარდი ბაბიზე გადამაქვს. არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას, მაგრამ ხანდახან არ ვიცი, ზუსტად რა მჭირდება, უბრალოდ მინდა, რომ ჩემს გვერდით იყოს.
„ გუშინ ვიჩხუბეთ მე და ბაბიმ, ხელი დავარტყი, გავლანძღე და ვუთხარი, რომ არ მინდა ჩვენი შვილი გვყავდეს. გუშინ ამაზე საერთოდ აღარ გვისაუბრია, დღეს კარგად გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ და მთელი დღე კარგად გავატარეთ, საღამოსკენ კი გუშინდელ დღეზე მკითხა. არ ვარ კარგად, ძალიან მოწყენილი ვარ. იმდენად მოქმედებენ ჩემზე ჰორმონები რომ ბაბი წესით უნდა ხვდებოდეს ამას. მრცხვენია რომ ვუთხრა. ვიცი, რომ მხარს დამიჭერს, მაგრამ ვერ ვეტყვი. არ ვარ კარგად, მაგრამ ჩემი შვილისთვის ვცდილობ. არ მინდა ეგონოს, რომ დედას ის არ უნდა და არ უყვარს. ჩემი ჰორმონალური პრობლემები ჩემი პრობლემაა და ბაბის არ ეხება.
2019 წლის 30 დეკემბერს კაროლაინმა კიდევ ერთხელ აღწერა აბსოლუტური დაძაბულობა და კონფლიქტი მასა და მის მეუღლეს შორის :
„ საუზმის შემდეგ ისევ ვიჩხუბეთ მე და ბაბიმ, დავარტყი, გავლანძღე და ოფისში წავედი. მთელი დღე მეკითხებოდა, თუ რა მინდოდა რომ მეჭამა. არაფერი არ მიჭამია ლოგინზე ვწევარ და ვერ ვიძინებ... საშინლად დაძაბული ვარ. პიჟამოებით აივანზე გავედი და ვიტირე, არ ვარ კარგად.
მეორე დღეს - 31/12/19 : კაროლაინი წერს , რომ ისევ იჩხუბა მეუღლესთან, თუმცა ამჯერად ძალიან -"ხელი დავარტყი, გავლანძღე, მან კი კარები ჩაამტვრია“ . ერთადერთი რაც მინდოდა, იყო რომ, როცა გავიღვიძეთ, ეკითხა თუ ვიყავი კარგად. იმდენად ძალა გამოცლილმა და დაღლილმა გავიღვიძე. მინდა რომ წავიდე. ჩემს დასთან წავალ. არ ვიცი, შემიძლია თუ არა ბაბისთან ცხოვრების გაგრძელება. იმდენად მიყვარს, რომ ვერ მივატოვებ და თუნდაც მავნოს ამ ურთიერთობამ."
2020 წლის 3 ივლისს, როდესაც მათი შვილი 1 თვის გახდა, 20 წლის დედა წერს: დღეს ჩემი პატარა 1 თვის გახდა და დღეს ბაბის ვუთხარი რომ სახლიდან წასვლა მინდა. ... თავს უბედურად ვგრძნობ. ... როგორც კი სახლიდან გავიდა სახლის ძებნა დავიწყე. ზუსტად ისეთი ვნახე, როგორსაც ვეძებდი, ხალანდრში. ( ამ დროს მათი ბავშვი საავადმყოფოში იწვა ) როცა სახლში დაბრუნდა, მკითხა, მინდა თუ არა მასთან დაშორება. არ ვუპასუხე ... მისი ხანგრძლივი ტირილისა და ყვირილის შემდეგ, ვუთხარი რომ მისგან წასვლა უფრო ადრეც მინდოდა, მაგრამ ორსულად დავრჩი და არ წავედი, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ გაიზარდოს ორივე მშობლის გარეშე“.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კაროლაინის დედა პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მას არასოდეს შეუმჩნევია წყვილს შორის უთანხმოება. უფრო მეტიც, როგორც ის ამბობს კაროლაინი სულ ეუბნებოდა, რომ ქმართან ძალიან ბედნიერი იყო.
როგორც ირკვევა, წყვილმა ბავშვის გაჩენის შემდეგ, მათ ურთიერთობაში არსებული დაძაბულობის გამო, დახმარებისთვის ფსიქოლოგსაც მიმართა. ფსიქოლოგი ორივე მათგანს პოზიტიურად ახასიათებს და ამბობს, რომ წყვილი მასთან ვიზიტზე ყოველთვის ერთად დადიოდა და თან პატარა ლიდიაც დაჰყავდათ. ამ წლის თებერვალში წყვილმა ფსიქოლოგს განუცხადა რომ უკვე კარგად იყვნენ და დახმარებას აღარ საჭიროებდნენ.
ნახეთ აგრეთვე 👇
განზრახ მკვლელობა და ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა- 32 წლის პილოტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება
პოლიციელმა ბავშვი ხელში აიყვანა, რადგან მიხვდა რომ ნამდვილი მკვლელი 32 წლის პილოტი იყო“
1749918447
ახალი ამბებივახტანგ გომელაური აცხადებს, რომ 2019 წელს ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ იყვნენ
შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ინფორმირებული არ...
1749915866
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდეს
ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ ფსევდოლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდებოდა და ის ზიზღის კამპანია, რასაც გარედან დაფინანსებული ფულით ეწევიან „ენჯეოს“ თანამშრომლები, რა თქმა უნდა, უნდა დასრულდ...
1749914278
ახალი ამბებიბიძინა გიორგობიანი: ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ
ჩვენ ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ გეოპოლიტიკურ კატაკლიზმებში არ ვიყოთ ჩართული და ჩარეული, რომელიმე მასში მონაწილე მხარის სასარგებლოდ. სწორედ ამას ვამბობთ ჩვენ, ჩვენი პლატფორმა, - განაცხადა „დღი...
1749912610
ახალი ამბებიპროკურატურა სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქ...
1749910145
ახალი ამბებიავარია გონიოში - დაღუპულია 3 ადამიანი
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს. დაშავებულები კლინიკა „ბიემსიში“ არიან გადაყვანილები, ხოლო გარდაცვლილთა ცხ...