„პოლიციელმა ბავშვი ხელში აიყვანა, რადგან მიხვდა რომ ნამდვილი მკვლელი 32 წლის პილოტი იყო“

დღეს დილით, საბერძნეთის, კერძოდ ატიკის პოლიციის უფროსმა, გიორგოს კალიაკმანისმა ტელეკომპანია SKAI-ს დილის გადაცემაში, გლიკა ნერაში მომხდარ სასტიკ დანაშაულთან დაკავშირებით ისაუბრა.
პოლიციის უფროსის განცხადებით, 11 მაისს, დანაშაულის ადგილზე გამოძახებული პოლიციის თანამშრომლები მაშინვე მიხვდნენ, რომ დამნაშავე სწორედ მოკლული 20 წლის გოგოს ქმარი იყო.
ეჭვს იწვევდა სახლის მდგომარეობაც და პილოტის ქმედებებიც. როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელები აღნიშნავენ, როდესაც გაათავისუფლეს პილოტი რომელიც „ვითომ“ მძარცველებს ჰყავდათ დაბმული, მან თითქოს არ იცოდა ისე იკითხა, იყო თუ არა მისი მეუღლე ცოცხალი, რის შემდეგაც რაღაც ორიოდე სიტყვა თქვა და ბავშვი ხელში აიყვანა.
პოლიციელმა, რომელსაც პილოტის ქმედებები საეჭვოდ მოეჩვენა, მამას ბავშვი ხელიდან წაართვა და სახლიდან გამოიყვანა, „რასაკვირველია ამ ფაქტს იმ დროს ვერ გავამხელდით“- აღნიშნა პოლიციის უფროსმა და დასძინა, რომ იმავე თანამშრომელმა, რომელმაც ბავშვი მამას ხელიდან წაართვა, მასთან პირად საუბარში განაცხადა, რომ ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს, მკვლელი ქმარი იყო.
რაც შეეხება იმ გარემოებას, იყო თუ არა 32 წლის პილოტი სხვა პირის დაბმული, პოლიციის უფროსი აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი ჩვენებაში ამბობს „ თითქოს იხრჩობოდა, ისეთი ხმით მითხრა- გამხსენი თორემ ვიხრჩობიო, მეც ისე სწრაფად გადავუჭერი ლენტი, რომ ვერ მოვასწარი დაკვირვება, იყო თუ არა ის ნამდვილად სხვისი დაბმული“.
გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის სცენარი 32 წლის პილოტმა, მისი თანამშრომლის მიერ მოყოლილი „მის ოჯახზე განხორციელებული ძარცვის შემთხვევის“ ისტორიის მიხედვით შეთხზა.
ნახეთ აგრეთვე 👇
შოკის მომგვრელი ინფორმაცია - საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის კაროლაინის მკვლელად მისი მეუღლე დაასახელა
1749934180
მსოფლიოისრაელის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო - ისრაელის საჰაერო ძალები საფრთხის გასანეიტრალებლად მოქმედებებს ახორციელებენ
ცოტა ხნის წინ საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო ისრაელის რამდენიმე რეგიონში მას შემდეგ, რაც ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დაფიქსირდა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალები ავრცელე...
1749932195
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება 15 ივნისს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
15 ივნისს მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შედარებით დაიკლებს ტემპერატურაც. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +21 - წვიმა სოხუმი +22 - უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდ...
1749929459
მსოფლიოდუბაიში 67-სართულიან ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა
დუბაის ერთ-ერთ ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი მარინას რაიონში მოხდა. 67-სართულიანი შენობიდან 4 000-მდე ადამიანია ევაკუირებული. ინფორმაცია დაშავებულების...
1749926503
მსოფლიოტრამპი: პუტინმა დამირეკა, რათა ძალიან თბილად მოელოცა დაბადების დღე, ის, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ ისრაელ-ირანის ომი უნდა დასრულდეს
დღეს თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაძაბულობა განიხილეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲛᲐ ᲞᲣᲢᲘᲜᲛᲐ ᲓᲦᲔᲡ Დ...
1749924413
ახალი ამბები16-19 ივნისს სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის გზის 92-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბ...