ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება
საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.
კანონის პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ოთხშაბათს მიიღება. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.
ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.
1772480080
ახალი ამბებიგეკა გელაძე: ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი
ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, - განაცხადა შს მინისტრმა, გეკა გელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. „მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევა...
1772478039
სპორტისაქართველოს ნაკრებმა დანია მეორედაც დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 89:60. ამით საქართველოს...
1772477192
მსოფლიონატოს გენმდივანი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებს მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ ალიანსი კონფლიქტში არ ჩაერთვება
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ქმედებებს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ამცირებს თეირანის შესაძლებლობას, ხელში ჩაიგდოს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტე...
1772474514
მსოფლიოტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ოთხი მიზანი დაასახელა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ოთხი მიზანი დაასახელა. კერძოდ, ესენია: ქვეყნის სარაკეტო შესაძლებლობების განადგურება, მისი საზღვაო ძალებ...
1772472790
ახალი ამბებიევროპაში ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კატარმა თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა
კატარის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია QatarEnergy-მ 2 მარტს, ინდუსტრიულ ქალაქ რას ლაფანში მის ობიექტზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება შეაჩერა, ნათქვამია კომპანიის მიერ...































