„მდგომარეობიდან გამოვედი და გავგუდე“ - 20 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის შოკის მომგვრელი აღიარება

კაროლაინის ქმარმა, 32 წლის ბაბი ანაგნოსტოპულმა პოლიციასთვის მიცემულ  აღიარებით ჩვენებაში დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მოკლა ახალგაზრდა მეუღლე 11 მაისის ღამეს, მათივე საცხოვრებელ სახლში.

ახალგაზრდა კაცმა აღიარა, რომ საბედისწერო ღამეს, ცოლი მათ შორის გამართული ჩხუბის შედეგად მოკლა და აქვე აღნიშნა, რომ მას თანამონაწილე  არ ჰყოლია.

პილოტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ წყვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ჩხუბობდა და ირწმუნება, რომ ყველაზე მეტად მას მათი პატარა ქალიშვილი ადარდებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 მაისის საბედისწერო ღამეს, პილოტი შემდეგნაირად იხსენებს:

იმ საღამოს ისევ ვჩხუბობდით, ლოგინიდან გამომაგდო, როცა გამოვდიოდი, დავინახე როგორ უხეშად ჩასვა ბავშვი თავის საწოლში. მითხრა, რომ სახლიდან წავსულიყავი, ხელი მკრა და მუშტებს მირტყამდა. მდგომარეობიდან გამოვედი, ის კი ყვირილს აგრძელებდა, მისკენ გავიწიე ხელები, პირზე ავაფარე, შემდეგ კი მაისურით ცხვირი და პირი დავუფარე, როცა მივხვდი, რომ მოვკალი დავიწყე ფიქრი, თუ როგორ დამეფარა დანაშაული, იქ ხომ 11 თვის ბავშვიც იყო. თანამონაწილე არ მყავდა, ყველაფერი მარტომ გავაკეთე და ვცდილობდი რაც შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო,“ -  ამბობს ბრალდებული.

იხილეთ დეტალები, რომელმაც გამოძიება სწორ გზაზე დააყენა:

🔴 წყვილის სახლში არსებული კამერებიდან  მეხსიერების ბარათის ამოღების დრო არ ემთხვევა პილოტის მიერ        მითითებულ დროს.

🔴 მკვლელობის ღამეს პილოტმა აღნიშნა, რომ ის მძარცველებს ხელ-ფეხ შეკრული ჰყავდათ, თუმცა მისი პირადი  მობილური ტელეფონიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში საკმაოდ აქტიურად გადაადგილდებოდა, კონკრეტულად  ტელეფონში ფიქსირდება მის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

🔴  საქმეს „ნათელი“ მოჰფინა კაროლაინის ბიომეტრიულმა საათმა, რომელზეც დაფიქსირებულია მისი „პულსის“   გაჩერების ზუსტი დრო, რომელიც, ასევე, არ ემთხვევა ქმრის მიერ მიცემულ ჩვენებას. 

აღსანიშნავია, ასევე, რომ 32 წლის პილოტმა, მის მიერ მოგონილი ყაჩაღობის სცენარის მიხედვით, პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ თავდამსხმელები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ბერძნულად კარგად საუბრობდნენ.

ამ ჩვენების საფუძველზე, საბერძნეთის პოლიციამ ეჭვმიტანილად საქართველოს მოქალაქე ცნო, რომელსაც მოკლე დროში უდანაშაულობა დაუმტკიცდა და აღნიშნულ საქმეში ეჭვმიტანილის სტატუსი მოეხსნა. 

 

ნახეთ აგრეთვე 👇 

შოკის მომგვრელი ინფორმაცია - საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის კაროლაინის მკვლელად მისი მეუღლე დაასახელა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765716486

მსოფლიო

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

 გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მოწყობის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან 3 მაროკოელი, ეგვიპტელი და სირიელი. არსებული ინფორმაციით, ისინი ბავარიაში, ერთ-ერთ საშობაო ბაზრ...

პოლიცია

1765712090

ახალი ამბები

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს - აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

 ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო...

თოვლი

1765709335

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი: ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა, კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს

 ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება გაუქმდა. პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ორუელის დისტოპიურ რომანს „1984“ ინსტრუქციად მიიჩნევს. თუ ხალხი თუთიყუშის მსგავსად არ იმეორებს ახალ ამბებს, როგორიცაა „ხალხი დაორს...

მსოფლიო

1765706350

მსოფლიო

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა

 უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები ს...

რომის პაპი და ზელენსკი

1765702602

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ს...

მოძრაობა