კაროლაინის ფრჩხილებში დამნაშავის დნმ-ი არ აღმოჩნდა - საბერძნეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

საბერძნეთის პოლიციამ, გლიკა ნერაში მძარცველების მიერ მოკლული 20 წლის კაროლაინის ფრჩხილებში, დამნაშავის დნმ-ის კვალი ვერ აღმოაჩინა, ასევე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერაში არ ჩანს ავტომობილი, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ.
აღსანიშნავია რომ, საიზოლაციო ლენტზე , რომლითაც მძარცველებმა მოკლული ქალის მეუღლე დააბეს, აღმოჩენილია მისივე ანაბეჭდები. პოლიციისადმი კაროლაინის ქმრის მიერ მიცემულ ჩვენებაში ნათქვამია, რომ მძარცველებს, თავდასხმისას, ჩანაფიქრის განსახორციელებლად თან არ აღმოაჩნდათ საიზოლაციო ლენტი და ის გარდაცვლილის ქმარს მოსთხოვეს, სწორედ ამ დროს მოხვდა მისი ანაბეჭდი ლენტის ზედაპირზე.
აქამდე არსებულმა ინფორმაციებმა პოლიცია დამნაშავეების კვალზე ვერ დააყენა, ამიტომ ისინი კვლავ უბრუნდებიან დანაშაულის ადგილს, ახალი დეტალების აღმოჩენის იმედით.
პოლიცია ცდილობს მძარცველების მიერ დაშვებული შეცდომა იპოვოს, რადგან სრულიად გამორიცხავენ, რომ შეუძლებელია დამნაშავეები ყოფილიყვნენ ამდენად იღბლიანები და ასეთი კოორდინირებულები.
1749312328
სპორტიდავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავი...
1749308969
ახალი ამბებიტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ხონში
ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის კაცი ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. არსებული ინფორმაციით,...
1749307723
ახალი ამბებითბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება
გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად აიკრძალებ...
1749307458
ახალი ამბებიჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი
„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პ...
1749304987
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება
საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ...