საბერძნეთში, აცრილი მოქალაქეებისთვის რეგულაციების დიდი ნაწილი მარტის ბოლომდე მოიხსნება
საბერძნეთში, კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციები მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება.
ამის შესახებ, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრისმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, ამ დროისთვის არავაქცინირებულ მოქალაქეებისთვის, რაიმე ზომების შემსუბუქება არ განიხილება. ვაქცინირებულებისთვის კი მარტის ბოლომდე ზომების უმეტესი ნაწილი მოიხსნება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის "რბილი" ზომები რომლებიც ხელს არ უშლიან ნორმალურ ცხოვრებას.
პარალელურად მან განმარტა, რომ არავაქცინირებულ მოქალაქეებზე ზომების შემსუბუქების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება:
"ამჯერად საუბარია მხოლოდ ვაქცინირებულ პირებისთვის რეგულაციების შემსუბუქებაზე, მათ ვინც აცრა არ გაიკეთა, გააკეთეს არჩევანი რომლითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და საზოგადოებას".
ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ევროპაში სიტუაცია უკეთესისკენ შეიცვლება, რომელიც ძალიან ახლოს იქნება ნორმალურ ცხოვრებასთან, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული კორონავირუსი შემოდგომის პერიოდში კვლავ დაბრუნდეს, რისთვისაც თითქმის ყველა სახელმწიფოში, შესაბამისი მზადება მიმდინარეობს.
საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვეული ყოფა - ცხოვრების დაბრუნებასთან ძალიან ახლოს ვიმყოფებით.
ასევე საინტერესოა
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































