საბერძნეთში მომხდარი, გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც ბრალს ქართველს სდებდნენ, დოკუმენტური ფილმის სცენარი გახდა
საბერძნეთში, მომხდარი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც ეჭვმიტანილის სტატუსით საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, დოკუმენტური ფილმის სცენარი გახდა.
17 თებერვალს, დიდ ბრიტანეთში შედგა, პრემიერა დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით "კეროლაინი: მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო მოატყუა ".
Channel 5 -ზე ნაჩვენები 90 წუთიანი დოკუმენტური ფილმის თემა იყო კაროლაინ კრაუჩის მკვლელობა მისი პილოტი მეუღლის, ბაბის ანაგნოსტოპულოსის მიერ და მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა მის სიკვდილს. მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მთავარი მტკიცებულებას წარმოადგენდა ჩანაწერები დღიურიდან, რომელსაც ახალგაზრდა ქალი აწარმოებდა.
პრემიერამდე ბრიტანულმა Nationalworld.com-მა წარმოადგინა გახმაურებული მკვლელობის მთავარი მოვლენები და ისაუბრა კეროლაინ კრაუჩზე. გოგონა ლივერპულში დაიბადა და რვა წლის ასაკში, ბრიტანელ მამასთან დევიდ კრაუჩთან და ფილიპინელ დედასთან სუზანა დე ლა კუესტასთან ერთად საბერძნეთში, კუნძულ ალონისოზე გადავიდა საცხოვრებლად.
2021 წლის 11 მაისს კეროლაინი გარდაცვლილი იპოვეს ათენის მახლობლად მდებარე სახლში, სადაც ის ქმართან და პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, კეროლაინის ქმარმა გამოიძახა, პოლიციამ ახალგაზრდა ქალი საწოლში გაგუდული აღმოაჩინა, დედის ცხედართან იმყოფებოდა მისი 11 თვის ქალიშვილიც. ბავშვი უვნებელი იყო.
33 წლის პილოტმა პოლიციას განუცხადა, რომ მათ სახლს თავს დაესხნენ უცხოელ, მძარცველთა ბანდა, რომლებმაც ის და მისი მეუღლე დააბეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო კი გაგუდეს. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, კეროლაინის ხელზე აღმოჩენილმა ბიომეტრიულიმა საათმა, რომელიც აფიქსირებდა კეროლაინის პულსს ცხადყო, რომ პილოტის ჩვენება არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
მოგვიანებით, ათენის პოლიციის დეპარტამენტის მკვლელობების განყოფილებაში რვასაათიანი დაკითხვის შემდეგ, ანაგნოსტოპულოსი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ კონფლიქტის შემდეგ, მან ცოლი 11 თვის ქალიშვილის თვალწინ ბალიშით გაგუდა, რის შემდეგაც პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად მოახდინა ძარცვის ინსცენირება.
აღსანიშნავია ასევე, რომ პილოტის მიერ ცოლის მოკვლის შემდეგ მიცემული ცრუ ჩვენების შედეგად, საბერძნეთის პოლიციამ საქმეში ეჭვმიტანილად ცნო და დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მოგვიანებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობა დაუმტკიცდა.
ასევე საინტერესოა
1791736485
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა
„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1791733324
ახალი ამბებიპრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა
„საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...
1791731307
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...
1791729248
სპორტისაქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...
1791728970
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...































