საბერძნეთში, სკოლის დირექტორმა აუტისტ ბავშვს უკბინა
საბერძნეთში, ერთ-ერთ სკოლაში შოკის მომგვრელი ინციდენტი მოხდა. სკოლის დირექტორმა, აუტიზმის სინდრომის 11 წლის მოზარდს ფეხზე უკბინა და დაზიანებები სხეულის სხვა ნაწილებზეც მიაყენა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აუტიზმის მქონე მოზარდის დედამ სკოლის დირექტორს, მის შვილზე მიყენებული სხეულის დაზიანებებისთვის სასამართლოში უჩივლა.
"სამშაბათს, როდესაც ჩემი შვილის სკოლიდან წამოსაყვანად მივედი, შევამჩნიე, რომ მას ხელებზე და ყურის უკანა მხარეს ნაკაწრები ჰქონდა. მასწავლებელს ვთხოვე აეხსნა თუ რა მოხდა, რადგან დილით როდესაც სკოლაში მომყავდა მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. მან მიპასუხა, რომ ჩემმა შვილმა სკოლის დირექტორი თმებით დაიჭირა, კონკრეტული დაზიანებები კი მაშინ მიიღო, როდესაც მასწავლებელი მის დახსნას ცდილობდა.
სახლში დაბრუნებულმა კი ისეთი რამ აღმოვაჩინე რამაც, ჩემი კიდევ უფრო დიდი გაოცება გამოიწვია. როდესაც ბავშვს საბანაოდ ვამზადებდი და ტანზე გავხადე მის ფეხზე, ნაკბენის ფორმის და დიდი ზომის სისხლჩაქცევა შევნიშნე. მაშინვე მივხვდი რომ ვიღაცამ ჩემს შვილს ფეხზე ძლიერად უკბინა." - ამბობს მოზარდის დედა და აღნიშნავს, რომ მის ბავშვს აუტიზმის გამო არ შეუძლია თავად მოუყვეს დედას თუ რა მოხდა რეალურად სკოლაში.
დედის თქმით, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის მასწავლებელს დაუკავშირდა, რომელმაც ის დირექტორთან გადაამისამართა, დირექტორმა კი დედასთან საუბარში ყოველგვარი კითხვების გარეშე თავად აღიარა, რომ ბავშვს მაშინ უკბინა როდესაც, მოზარდი თმებზე ექაჩებოდა და დირექტორი მისგან თავს დახსნას ცდილობდა.
"იმ მომენტში შოკში ჩავვარდი. დირექტორი საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობდა და ამბობდა, რომ ჩემი არასრულწლოვანი შვილი მას თავს დაესხა და რომ 11 წლის ბავშვისგან თავის დაცვას ცდილობდა."
ყოველდღე ვიბრძვი, რომ ჩემი შვილი საზოგადოებაში მიიღონ. ის არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რაც ერთი შეხედვით არ ეტყობა და მისი ქცევიდან გამომდინარე ვიღაცას ის შეიძლება გათამამებული ბავშვი ეგონოს. მე ყოველდღე უზარმაზარ დაბრკოლებებს და წინააღმდეგობებს ვაწყდები, რომ ჩემი შვილი საზოგადოებაში ინტეგრირდეს, ამ დროს კი მას ამგვარად ექცევიან მის სკოლაში, რომელიც სპეციალური სკოლაა. იქ სადაც არიან მასწავლებლები, რომლებმაც მიიღეს სპეციალური განათლება, რომელიც ასეთ ბავშვებთან არის საჭირო.... დღეს კი ჩემს შვილს სახლში, ნაკაწრებით, სისხლჩაქცევებით და ნაკბენით უშვებენ და მიმტკიცებენ, რომ ეს მათი ბრალი არ არის, რადგან ისინი უბრალოდ თავს იცავდნენ ?! "- ამბობს ბავშვის დედა, რომელიც შოკირებულია და მომხდარის შესახებ დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.
ასევე საინტერესოა
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...
1792085735
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით
„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...
1792084456
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...
1792081777
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...































