საბერძნეთში, სუპერმარკეტიდან დაბრუნებულ ქალს სახლში მძარცველები დახვდნენ "ქამარი კისერზე მიაბეს და ფულს სთხოვდნენ"

ათენში, კალითიის დასახლებაში, მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს 27 აპრილს, დილით ნამდვილი კოშმარის გადატანა მოუწია, როდესაც სახლში დაბრუნებული, მძარცველებს პირისპირ გადაეყარა.

კალითეაში, ახალგაზრდა ქალი 27 აპრილს დილით სუპერმარკეტში გავიდა უკან დაბრუნებულმა კი მოულოდნელად მის წინ ორი მძარცველი აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, მძარცველები ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააბეს ქამრით და მუქარით აიძულეს ეთქვა თუ სად ინახავდა ფულს და სხვა ძვირფასეულობას.

მოგვიანებით, როგორც დაზარალებულის ქმარმა ჟურნალისტებთან თქვა, მძარცველებმა მის მეუღლეს ქამარი კისერზე შეაბეს და ასე დაათრევდნენ იატაკზე მას, იმისათვის რომ ეთქვა თუ სად მალავდა ფულს. 

ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველები მსხვერპლის სახლში რამდენიმე წუთის განმავლობაში ეძებდნენ ძვირფასეულობას და ფულს, საბოლოოდ აღმოაჩინეს მცირე რაოდენობით თანხა და რამდენიმე ძვირფასი სამკაული, რის შემდეგაც სახლიდან გაიქცნენ ახალგაზრდა ქალი კი გულწასული, ქამრითა დაბმული დატოვეს.  

როგორც ირკვევა, პოლიცია ქალის მეუღლემ გამოიძახა, რომელიც მას სახლში შესვლის დროს ტელეფონზე ესაუბრებოდა.

"9.05 საათზე ადგა და სუპერმარკეტში წასასვლელად, სახლიდან გავიდა. კარები არ ჩაკეტა, მხოლოდ მიიხურა. 9.30საათზე  კი უკან დაბრუნდა. ტელეფონზე დამირეკა და მითხრა, რომ კარი ცოტა უცნაურად,  ოდნავ შეღებული დახვდა. იმ მომენტში მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარით, მაშინვე  ხმები მომესმა. თავი დამანებე,  რას აკეთებ? ამბობდა ჩემი ცოლი.  

კიდევ კარგი რომ ამ დროს ტელეფონზე ვსაუბრობდით, და პოლიციის გამოძახება მოვახერხე"- ამბობს დაზარალებულის მეუღლე.

ადგილზე მისულ პოლიციის გუნდს მძარცველები უკვე გაქცეულები დახვდათ. ახალგაზრდა ქალი კი შოკურ მდგომარეობაში იყო. 

მომხდართან დაკავშირებით  კალითეას პოლიცია წინასწარ გამოძიებას აწარმოებს. 

ასევე საინტერესოა

🔵მჟავით თავდასხმის შემდეგ იოანას პირველი სურათი ნიღბის გარეშე

🔵გარდაცვლილი სამი შვილის მამის სიმღერის კლიპი და საზოგადოების რეაქცია მასზე

🔵ახალი ვირუსი ბავშვებში, რომელიც კორონავირუსზე უფრო გადამდებია - ბერძენი პედიატრი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791292748

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანა...

ციხე

1791292143

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა

1791290924

ახალი ამბები

პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1791290318

საზოგადოება

პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...

პროკურატურა

1791288794

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...

მარკო რუბიო