პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან
პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგის დაცვა, აღიკვეთა პროვოკაციები და თითოეული მათგანი, თითოეული პოლიციელი ჩვენგან იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იყო ძალიან მძიმე პროვოკაციები.
„სამწუხაროა, რომ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს ასეთი შემთხვევები გამოიყენოს არასწორი რიტორიკისთვის, არასწორი გზავნილებისთვის, მათ შორის ესეც არ იყო გამონაკლისი შემთხვევა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, როდესაც საქმე ეხება ამ მატჩის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ ქვეყნის გარეთ, მაგრამ სავსე ტრიბუნებით ჩაეტარებინათ ეს საფეხბურთო მატჩი ჩვენს ქვეყანაში.
სხვა ქვეყანაში მათ ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემოდათ. ეს გავითვალისწინეთ. მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, რისკები არსებობდა, ჩვენ ეს მეგობრული ჟესტი განვახორციელეთ სწორედ ჩვენი მჭიდრო მეგობრობის გათვალისწინებით, რაც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - საქართველოსა და თურქეთს.
მოხარული ვარ, რომ თურქი გულშემატკივრების უმრავლესობამ ეს ჩვენი შეთავაზება ძალიან ღირსეულად მიიღო და ისინი ჩამოვიდნენ ძალიან ღირსეულად ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, იყო რამდენიმე ასეული გულშემატკივარი, რომელსაც გულშემატკივარსაც ვერ ვუწოდებდი, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროვოკაციული ქმედებებით. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის.
როდესაც ასეთი ტიპის შეთავაზებას უკეთებ გულშემატკივარს და ისინი ამას პასუხობდნენ არასწორი ქმედებებით, ეს არის ძალიან გულსატკენი და გულდასაწყვეტი. თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ, მადლობა ყველა პოლიციელს ამისათვის.
მოვუწოდებ ყველა უკვე ქართველ პროვოკატორს, აქ საუბარი მაქვს რადიკალებზე, რომლებიც იყენებენ პროვოკაციული განცხადებებისთვის ასეთ შემთხვევებს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1795792899
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სახ...
1795791243
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: 4-5 წლის განმავლობაში მათ შექმნეს ცრუ ნარატივები საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უარი ვუთხარით პროქსი ქვეყნად საქართველოს გამოყენებაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, ევრობიუროკრატები საკუთარი ცრუ შეხედულებების ტყვეობაში იმ...
1795791182
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი USADI-ის ფაილებზე: ჩვენი ხელისუფლება ამაზე წლების წინ საუბრობდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი აუცილებელი იყო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებული ფაილების შესახებ, რომლებიც აშშ-ის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა. მისი თქ...
1795789937
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს გარეთ უორდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. შე...
1795788939
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, დაანონსებული ხალხის მდინარეები დაშრა, როდესაც მათი ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა
არაერთხელ გვინახავს, რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, ზიზღით და გულზე მჯიღის დარტყმით დაანონსებული ხალხის მდინარეები, მაგრამ არ არსებობს, დაშრა ეს მათი მდინარეები, - ამის შესახებ პ...





























