20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - ეს დღე სამართლიანობით გამოირჩევა

მთვარის მე-16 დღე 19.11-ის  18:12 საათიდან  20.11-ის 18:50 საათამდე მოქმედებს.

მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე.

სიმბოლური შესატყვისება: სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო: მტრედი, პეპელა.
მოქმედება: განწმენდა.
სახელწოდება: მტრედი, პეპელა, კიბე.

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ჴ ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუჩვენებაა სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დაგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშაოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარმონიაზე. ნუ გამოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა.

მისტიკური ზეგავლენა: -

სოციალური ზეგავლენა: კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება. სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე: თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.

მედიტაცია: თეთრი ფერი.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში  19.11-ის 18:31 საათიდან 22.11-ის 7:33 საათამდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის.

ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და  ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  20  ნოემბერს სავსე მთვარის დაბნელების შემდეგ 5 დეკემბრის ახალი მთვარის ჩათვლით, რომელიც მზის დაბნელებით იქნება, ფარდობითად, კრიტიკული დროის მონაკვეთი გვექნება.
20  ნოემბერს დარჩება სავსე მთვარის ზემოქმედება, მაგრამ, ზოგადად,  დადებითი დღე იქნება.

ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 15-21 ნოემბრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

📌 რას გპირდებათ 2021 წლის ნოემბერი? ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1793981305

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.   ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

1793979272

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...

მაკა ბოჭორიშვილი

1793977153

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ: კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტ...

 დიმიტრი ხუნდაძე