3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა საშუალებას მოგცემთ, კარგად გაერთოთ. დღის მეორე ნახევარში ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მოსალოდნელია ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი. გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში წარმატება გელით.
კურო
წონასწორობის, კოსმოსური ენერგიის მიღებისა და წარსულის შეფასების დღეა. სამსახურსა და სახლში სტაბილურობა აღდგება. ვარსკვლავები გირჩევენ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და ილუზორულ პროექტებზე დრო არ დაკარგოთ. ეცადეთ, საკუთარ მოგებაზე მეტი იფიქროთ, ვიდრე საკუთარი პრინციპების დაცვაზე. მოთოკეთ დომინირების სურვილი. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმიანობის მიმართ ინტერესი დაკარგოთ და ყველა წამოწყებით იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების განხორციელებაში ახალი ადამიანები მიიზიდოთ.
ტყუპები
საშიში, სტრესებით სავსე დღეა. მოსალოდნელია შემოქმედებითი პოტენციალის შემცირება. საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა შეიძლება, ვიღაცის არასწორი რჩევების ან იდეების გამო ჩაგეშალოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უსიამოვნებები სადღაც თქვენს სიახლოვესაა, ამიტომ ეცადეთ, დაუფიქრებელი განცხადებები და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება თავიდან აიცილოთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში მოსალოდნელია არასტაბილურობა. ახალი ამბის გამო შეიძლება, მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა მოგიწიოთ.
კირჩხიბი
ამ დღეს იზრდება ეჭვები და გაუცხოება გარშემო მყოფთა მიმართ. გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევას ცდილობს და თავისუფლად მოქმედებას გიზღუდავენ. ოჯახის ნებისმიერ წევრში და ახლობელ ადამიანებშიც კი მტერს ხედავთ, ამიტომ გირჩევთ, მთელი დღე მარტოობაში გაატაროთ.
ლომი
ამ დღეს ბევრ ლომს შეიძლება პოპულარობის, ელიტური გართობისა და მხიარულების სურვილი გაუჩნდეს. მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა საშუალებას მოგცემთ, გაერთოთ და საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის და ფეხით გასეირნებისთვის. ეცადეთ, საღამო ოჯახურ საქმეებს და შვილებს დაუთმოთ. პირად ურთიერთობაში კმაყოფილება გელით.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის. წინა დღეების კონფლიქტური ფონი შემცირდება და ჰარმონიული განწყობა დაგეუფლებათ. დროა, მუშაობისა და დასვენების გეგმები შეადგინოთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსთვის დაგეგმოთ. მეგობრების სტუმრობა ან მოულოდნელი სიურპრიზი საშუალებას მოგცემთ, ოდნავ განიტვირთოთ და დაისვენოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა. ქალებს ქმრის ან ახლო მეგობრისგან სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ისინი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ყურადღების ცენტრში მოექცევიან. ვარსკვლავებს გირჩევენ, სასიყვარულო საქმეებმა ძალიან არ გაგიტაცოთ. უმჯობესია, მოლოდინის პოზიცია დაიკავოთ.
მორიელი
ამ დღეს მგრძნობიარე ნერვული სისტემის მქონე, გაუწონასწორებელი ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. ეცადეთ ყველაფერში ზომიერება დაიცვათ და ემოციები აკონტროლოთ. ამ დღეს რადიკალურ მოქმედებებს უნდა ერიდოთ. თუ ამ დღეს მოგზაურობას შემოგთავაზებენ, არ დათანხმდეთ - გზაში მოსალოდნელია უსიამოვნო თავგადასავლები.
მშვილდოსანი
სტრესებით სავსე დღეა. ემოციური არასტაბილურობა, უხეშობა ან მოსალოდნელი დანაკარგის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება, უარყოფითად აისახოს მუშაობის შედეგებზე და საყვარელ ადამიანთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომ ეცადეთ, უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავოთ.
თხის რქა
ამ დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები - გახსოვდეთ, რომ თქვენი ნებისმიერი ქმედება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. პირად საქმეებში სირთულეები გელით - ეჭვიანი ბუნების გამო შეიძლება, პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. თავი დაანებეთ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე ფიქრს და უახლოესი გარემოცვით შემოიფარგლეთ.
მერწყული
ეს დღე სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობების ზრდას განასახიერებს. ეცადეთ, დაგროვილი გამოცდილება გააანალიზოთ. გეგმების შედგენის, სოციალური და შემოქმედებითი კონტაქტებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ამ დღეს სხვების მოსაზრებებს ნაკლები უნდა უსმინოთ, რათა ფინანსური და მორალური ზარალი აირიდოთ. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზრდება და შეიძლება, კარიერული წინსვლის ან ძლიერი ოჯახის შექმნის საფუძველი გახდეს.
თევზები
შემოქმედებითი პოტენციალის ზრდის დღეა. ექსტრავაგანტურობის მოყვარულები ყველაზე გაბედული იდეების განხორციელებას შეძლებენ. სავარაუდოდ, ახალი იდეები თქვენს მსოფლმხედველობაზე ძლიერ გავლენას მოახდენს. თევზების ემოციურ მდგომარეობას საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული რომანტიკული საღამო მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
1786345454
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ
არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...
1786344809
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი
უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...
1786344347
ახალი ამბები„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...
1786342669
მსოფლიოტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. პრო...
1786340627
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ასეთი ტიპის განცხადებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იყოს ტორპედირებული
გამოძიება ჩაუღრმავდება თუ რა მოტივები იყო და რა წყაროებს ეყრდნობოდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გიორგი ბარამიძის გ...































