„მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა!"- რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დღეიდან

დღეიდან 24 ივნისამდე, კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური უკუმავალი ხდება. თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მთელი 3 კვირის განმავლობაში, ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოგითხრობთ, რომლის პოსტსაც „exclusivetv.ge“ უცვლელად გთავაზობთ.

„მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა!

30 მაისიდან 24 ივნისამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება.

მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება.

ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 24 ივნისამდე გადადოთ.

საერთოდ რეტროგრადული მერკური უფრო ძლიერად ავლენს თავს, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობაში გადასვლის წინ სვლას ანელებს, ანუ „ჩერდება“ , სტაციონარული ხდება და ასევე, დირექტიულ მოძრაობაში გადასვლის წინა დღეებში.

ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთანაა კავშირში, ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჟურნალისტებს!, პრესას, რადიოს, ტელევიზიას!

გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია, ასევე, საკუთარი მეტყველება გაუგებროებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ასეთ დროს რთულია ურთიერთგაგება... კონსენსუსის მიღწევა... ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის, შეუძლებელი ხდება მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა. რთულდება ასევე ახალი ცოდნის მიღება, კონცენტრირება, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება. ადამიანი მოუსვენარი, აფორიაქებულია შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები, თუ თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება – ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად ნუ გასცემთ დაპირებებს - შემდეგ რთული იქნება მათი შესრულება.

არ არის სასურველი ახალი საიტის გაშვება, ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სარეკლამო კამპანიის წამოწყება. თუ არის საშუალება გადადეთ ტექნიკის შეძენა 3 კვირით, რადგან მერკური ამავდროულად ტექნიკაცაა (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, მანქანა და ა.შ.) და რეტროგრადულ მერკურზე ნაყიდი ტექნიკა, შესაძლოა ადვილად გაფუჭდეს. და ზოგადად, სიფრთხილით მოეპყარით ნებისმიერ ტექნიკას, არის გაფუჭების, გატეხის, დავირუსების, დაკარგვის ალბათობა. თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე, მოითხოვეთ გარანტიები

გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა საცობების წარმოქმნა, დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეირბინეთ პროფილაქტიკაში.

კიდევ, გაფრთხილდით, არ გახდეთ ქურდობის, ფულადი მაქინაციების მსხვერპლი.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, ადრე მიცემული სიტყვის შესრულება. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მართებს სასუნთქ გზებს, ნერვულ სისტემას, ხელებს. თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, სჯობს 24 ივნისამდე გადადოთ ქირურგიული ჩარევა, მკურნალობის დაწყება, კვლევები.

პერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდება, ან იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომლის ათვისებაც ადრე დაიწყეთ, თუმცა მერე თავი მიანებეთ.

თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება. ნუ გამოცდით ბედს, პირველი პაემანი სჯობს 24 ივნისის შემდეგ დაგეგმოთ.

ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (თუმცა, შესაძლოა დროებით) და ასევე, თუ წარსულში რაღაც მიზეზთა გამო გაწყდა ვინმესთან ურთიერთობა და გაგრძელება გსურთ - ურთიერთობების აღდგენა შეგიძლიათ ამ პერიოდში სცადოთ პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური ჰყავს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ერთ – ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. გამოიყენეთ! სხვებისთვის კი ეს ცოტა აბდა-უბდა, გაუგებარი პერიოდია. გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი სიცხადე და ინფორმაციის გადამოწმება.წარმატებები თქვენ! სიკეთე გქონოდეთ! “

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773597875

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ვიზიტიდან სულ რაღაც ორ დღეში ეუთოს წარმომადგენელმა მოამზადა 90-გვერდიანი ანგარიში, საეჭვოა რამდენად შესაძლებელი იყო ამხელა მასალის გადამუშავება ორ დღეში, ეს ბადებს ეჭვს, რომ ანგარიში წინასწარ იყო მომზადებული

„ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო გამოგვეთვალა, თუ რა იყო ინტერესი ამ მექანიზმის ამოქმედების უკან, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვითანამშრომლეთ ეუთოს ექსპერტთან, მივიღეთ საქართველოში, უმაღლეს დონეზე ვუმასპინძლეთ,...

მაკა ბოჭორიშვილი

1773596717

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, პირველ რიგში, ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს და მერე მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქ...

მიხეილ ყაველაშვილი

1773596050

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რა გეოპოლიტიკის ცოდნაზეა საუბარი, როდესაც რუკაზე არ იცი ირანის მდებარეობა - ევროპარლამენტარების ეს სამარცხვინო ნაწილი სრული სერიოზულობით მართავს დებატებს საქართველოს შესახებ, იღებს აბსურდულ, დამცინავ რეზოლუციებს

სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპარლამენტარების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური რეალობის აღქმაც ბოლომდე დაკარგული აქვთ. თუმცა, რა გეოპოლიტიკის...

ლევან მაჭავარიანი

1773593801

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერ...

მეწყრი

1773592901

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან

კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...

ექსპერტი