„ომის დასრულებაზე საუბარი, სამწუხაროდ ჯერ ნაადრევია, რაც შეეხება საქართველოს, ეს ახალმთვარეობა, ჩვენი ასტროლოგიური რუკის მიხედვით პრობლემებს არ ქმნის“ - ხათუნა ნოელი
1 აპრილს მთვარე ფაზას იცვლის და ვერძის ნიშანში ახალმთვარეობა გველის.
უნდა აღინიშნოს რომ ამ თვეში ორი ახალმთვარეობა გვექნება, ერთი 1აპრილს, მეორე კი 30-ში, რაც არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. ყოველი ახალმთვარეობა არის ჩვენი ცხოვრების მინი - ახალი ციკლის დასაწყისი. ამ დროს თითქოს კოსმოსი მინიშნებას გვაძლევს დავისახოთ ახალი მიზნები, და გვაძლევს შესაძლებლობას ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება. როგორც წესი, თვეში თითო ახალმთვარეობა და თითო სავსემთვარეობა გვაქვს ხოლმე. აპრილის 2 ახალმთვარეობა იმითაც იქნება განსაკუთრებული, რომ 30 რიცხვში მეორე ახალმთვარეობას მზის დაბნელებაც ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილის მეორე ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეების დაწყებისგან თავის შეკავება სჯობს.
ჩვენ ამ მოვლენაზე უსათუოდ ვისაუბრებთ, თუმცა ჯერ ცოტა ადრეა და მოდით, ისევ 1 აპრილის ახალმთვარეობას დავუბრუნდეთ.
უშუალოდ ახალმთვარეობის პიკი 10:24 წუთზე უწევს. ამ დროისათვის მზე და მთვარე ზუსტ შეერთებაში იქნებიან ვერძის მე-12 გრადუსზე. გარდა ამისა, დილის ცაზე სამი პლანეტა - ვენერა, სატურნი და მარსი, საკმაოდ მჭიდროდ იქნება ერთმანეთთან დაჯგუფებული (თხის რქის ზოდიაქოში).
ახალი მთვარე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს ემოციებსა და ინსტინქტებზე. ამ დღეს, ასევე მის წინა და მომდევნო რიცხვებში იგრძნოთ ძალების მოზღვავება და დაუყოვნებლივი, სწრაფი მოქმედების მოთხოვნილება. მაგრამ ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქო, მთვარისთვის არაკომფორტული ნიშანია. თანაც, როგორც იცით, ვერძს ომის პლანეტა - მარსი მართავს ამიტომ არაა გამორიცხული ზედმეტმა აქტიურობამ კონფლიქტებისა რისკი გაზარდოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდში მარსი სატურნთან არის შეერთებული და ჩვენს აქტიურობის მოთხოვნილებას დიდი ალბათობით რაღაც შეფერხებები და წინააღმდეგობები მოჰყვება. გვახსოვდეს, რომ არავინ არსად გვაჩქარებს, წინდაუხედავმა ნაბიჯებმა კი შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოგვაყენოს.
ამიტომ შეეცადეთ მშვიდად გადაწყვიტოთ, რა ქმედებები უნდა განახორციელოთ და აუჩქარებლად განაგრძოთ არჩეული მიმართულებით სვლა. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ახალმთვარეობის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი მთვარისა და მერკურის შეერთებაა. კომუნიკაციის პლანეტა ვერძის ნიშანში გადავიდა კვირას, 27 მარტს, რამაც ჩვენი საუბრის სტილი უფრო პირდაპირი, და ცოტა სწორხაზოვანი, მომენტებში კი აგრესიული გახადა. მერკური ვერძი თავისი ბუნებით ისედაც კონკურენციისკენ და კამათისკენ მიდრეკილია. ახალმთვარეობას კი ეს უფრო მძაფრად შეიძლება გამოვლინდეს.
კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, სჯობს ენერგია სხვა კალაპოტში მივმართოთ. შეგიძლიათ ყურადღება გადაიტანოთ მცენარეების დარგვაზე და სურვილის ჩაფიქრებაზე, მზარდი მთვარე განსაკუთრებით ხელსაყრელია ამისათვის. ახალი მთვარე ითვლება რაღაც ახლის დასაწყისად, და როცა თქვენი, ყვავილი, კაქტუსი თუ ხე დაიწყებს ზრდას, მასთან ერთად ზრდაში წავა ყველაფერი, რაც თქვენ 1 აპრილს ჩაიფიქრეთ. დაძაბულობის მოხსნაში და მოდუნებაში ასევე დაგეხმარებათ წყლის პროცედურები, მეტადრე კი არომატიზებული აბაზანები. ასევე ლოცვა, მედიტაცია, სხვა სულიერი პრაქტიკები...
რისი გაკეთება არაა სასურველი ახალმთვარეობაზე?
ამ დროს იმუნიტეტი სუსტდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ორგანიზმს, არ გადავტვირთოთ, ჩავიცვათ ამინდის შესაფერისად, მოვერიდოთ გაციებას და რა თქმა უნდა მოვერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ამას გარდა უშუალოდ ამ დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება. განსაკუთრებით კი ქირურგიული ჩარევებისთვის არის ეს დღე უკუნაჩვენები. ყველაზე დაუცველი ამ დღეს არის თავის ქალა, კბილები, ენა, კუნთები, მამრობითი სასქესო ორგანოები, ნაღვლის ბუშტი და ასევე ყურადღება მისაქცევია მაღალი წნევიანი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. არასასურველია ცხოველური წარმოშობის საკვების , ხორცეულობის მიღებაც.
ეს რომ ჩვეულებრივი ახალმთვარეობა იყოს, ალბათ მე აქ დავამთავრებდი მის განხილვას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახლა ყველაფერი ომის ჭრილშიც უნდა გავაანალიზოთ.
ვერ ვიტყვი, რომ ვერძში პლანეტების მოზღვავება სასიკეთოდ წაადგება ამ ამბავს და ფინალისაკენ სვლას დააჩქარებს. როგორც ხვდებით, მარსის მმართველობაში მყოფი ვერძი საკმაოდ აგრესიულ ზოდიაქოდ შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ის ამბავი, რომ თავად მარსი სატურნთან შეერთებაში მოდის,რომელიც შემზღუდავ ფაქტორს წარმოადგენს, ვფიქრობ, გარკვეულწილად მაინც გამოიწვევს საომარი კონფლიქტის განვითარების შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვივარაუდო, რომ რუსეთის აგრესია კიდევ უფრო სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება, ვიდრე აქამდე იყო. შეფერხებები და ჩავარდნები იქნება მათ სტრატეგიულ გეგმებში. თუმცა საბოლოო შედეგებზე და ომის დასრულებაზე საუბარი, სამწუხაროდ ჯერ ნაადრევია.
რაც შეეხება საქართველოს, ეს ახალმთვარეობა ჩვენი ასტროლოგიური რუკის მიხედვით პრობლემებს არ ქმნის. მომდევნო ორი კვირა წესით სერიოზულ კატაკლიზმებს ჩვენთან არ უნდა ველოდეთ.
ასტროლოგი: ხათუნა ნოელი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























