რა გელოდება დღეს? - 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვერძის წარმატების მთავარი საიდუმლო სიმარტივეა, თუმცა ამას ვერ ხვდება და თავს ზედმეტად რთული სქემებითა და გეგმებით იტანჯავს. ზოგადად, ვერძი ნებისმიერ საკითხს ისე ართულებს, რომ საკუთარ აზრებში იკარგება. ამის გაკეთება არაფერში გჭირდებათ, ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ.

კურო

ოჯახური პრობლემები თქვენს ჩართულობას მოითხოვს და რამდენიმე საკითხის მოგვარება ერთდროულად მოგიწევთ. ეს ცოტა გაგაღიზიანებთ და სტრესმა შეიძლება სამუშაოს ხარისხზეც მოახდინოს გავლენა. შეეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები და არ გააფუჭოთ ურთიერთობა კოლეგებთან. საღამოს თავს უკეთ იგრძნობთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ პირად ურთიერთობებში.

ტყუპები

თუ საკუთარი მდგომარეობის და იმიჯის გაუმჯობესება გსურთ, ამის მიღწევაში ფილოსოფია დაგეხმარებათ. ეცადეთ თქვენი ბრწყინვალე ერუდიცია საუბარში ცნობილი ადამიანების ციტატების გამოყენებით გამოავლინოთ. კიდევ უკეთესი იქნება რომელიმე ნაკლებად ცნობილი ფილოსოფოს ციტატა.

კირჩხიბი

სახლის ან აგარაკის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით თავში საინტერესო იდეები და გეგმები მოგდით. გეგმები საკმაოდ გონივრულია, მაგრამ იმდენად ბევრი, რომ მათ განხორციელებას მთელი ცხოვრება დასჭირდება. თუ საკუთარი იდეების განხორციელება გსურთ, ეცადეთ ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირდეთ და ბოლომდე მიჰყვეთ.

ლომი

ის ლომებიც კი, რომლებიც აქამდე ფილოსოფიით არასოდეს დაინტერესებულან, ამ მეცნიერების მიმართ უცნაურ ინტერესს და ლტოლვას იგრძნობენ. იდეები, რომლებიც ახლა ბრწყინვალე და საინტერესო გგონიათ, რამდენიმე დღეში სრულ სისულელედ ან გონების უსარგებლო თამაშად მოგეჩვენებათ.

ქალწული

შესაძლოა საინტერესო იდეა მოგივიდეთ, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ფინანსური მდგომარეობა. შესაძლოა, ამ იდეების განხორციელება დღესვე არ გამოვიდეს, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ ან უბის წიგნაკში ჩაიწერეთ. დადგება დღე, როდესაც ისინი ძალიან მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანენ. რაც შეეხება სიყვარულს, აქ ბევრი ფიქრი საზიანოა. ჯობს იმოქმედოთ.

სასწორი

საკუთარ თავში აღმოაჩენთ საოცარ უნარს, რომელიც რთული პრობლემის მარტივად და ეფექტური გადაჭრაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, თუ რთულ ამოცანას პირველივე ცდაზე ვერ გაუმკლავდით, ჯობს გადააბიჯოთ, რათა გზა გააგრძელოთ. ეს ეფექტურობის თვალსაზრისით საკმაოდ ამართლებს.

მორიელი

ეს დღე მმართველის საგულდაგულოდ შედგენილ სქემას ჰგავს - დაგეგმილი საქმეებისა და გეგმების განხორციელებაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ არ მოიწყენთ - ამ დღეს რაღაც საინტერესო აუცილებლად მოხდება!

მშვილდოსანი

გარშემო მყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მშვილდოსანი აბსოლუტურ სისულელეს ამბობს. უფრო მეტიც, ზოგჯერ ეს თავადაც გეჩვენებათ. ამის მიუხედავად, თქვენს მსჯელობაში საკმაოდ ბევრი რაციონალური მარცვალია. უბრალოდ, ცდილობთ, ყველაფერი ზედმეტად გაართულოთ. შეეცადეთ საკუთარი იდეები უფრო მარტივად გამოხატოთ და ნახავთ, ყველაფერი როგორ შეიცვლება.

თხის რქა

მთელ დღეს სხვადასხვა იდეასა და გეგმაზე ფიქრში გაატარებთ. გეგმები შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს - სახლის ან სამყაროს რეორგანიზაციის იდეების ჩათვლით. ზოგიერთი ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავიც ჩანს, მაგრამ მათი განხორციელების დრო მაინც არასოდეს გექნებათ. იქნებ ასეც ჯობდეს?

მერწყული

მერწყულისთვის საუკეთესო არჩევანი ინტელექტუალურად სასარგებლო საქმის კეთება იქნება. დღეს ეს ყველაზე კარგად გამოგივათ და თან უდიდეს სიამოვნებას მოგიტანთ. თუ თავსატეხების ამოხსნა ან წიგნის კითხვა გეზარებათ, შეგიძლიათ მუზეუმში წახვიდეთ ან ვიკიპედიაში შეიხედოთ.

თევზები

ამ დღეს არაფერი გაღიზიანებთ ისე, როგორც ვიღაცის მიერ გაჟღერებული ჭეშმარიტება! თქვენთვის ნებისმიერი ბანალურობა სულელურად გამოიყურება. ერთადერთი, რაც თევზებს ოპტიმიზმით გავსებთ, თქვენი, საკუთარი ინტელექტია. თუ სხვები არ გეთანხმებიან, ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764940346

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7005 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1764939546

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი - კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში წნეხს ვერ ვხედავთ და იმედია, არა ზეწოლით, არამედ პირიქით, მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ლორენს ვილკერსონის ინტერვიუს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ვილკერსონის განცხადებასთან დაკავშირები...

ლევან მახაშვილი

1764939360

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მარკო ჯურიჩს შეხვდა

ვენაში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სერბ კოლეგასთან მარკო ჯურიჩთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინის...

მაკა ბოჭორიშვილი

1764938688

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და...

მაკა ბოჭორიშვილი

1764937308

ახალი ამბები

ნინო წილოსანი უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემაზე: ეს არის სქემა, რომელშიც ჩართულია არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორი, არამედ ის მედიასაშუალებებიც, რომლებიც ახორციელებენ დეზინფორმაციულ სამუშაოებს სხვა ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აშშ-ის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლოურენს უილკერსონის მიერ დასახელებულ სქემას გამოეხმაუ...

ნინო წილოსანი