როგორი იქნება 27 ივლისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დღეს ვერძებისთვის ხელსაყრელი დღეა – საერთო ენას ყველასთან მარტივად გამონახავთ. ფინანსების მართვას და განაწილებას სწორად ახერხებთ, მაგრამ ცდუნებებთან გამკლავება გიჭირთ. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელად ახალი საქმით დაინტერესდეთ. საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.
კურო
ეს დღე შემოქმედი კუროებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ზეწოლას და უხეშობას უნდა მოერიდოთ, თორემ საქმე სანანებლად გაგიხდებათ. ფრთხილად იყავით საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენების დროს.
ტყუპები
შესანიშნავი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. გირჩევთ, საკუთარ მენიუში ცვლილებები შეიტანოთ და, ზაფხულში მაინც, ხორცი ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. ამ დღეს შეძენილი ნივთი იმედებს გაგიცრუებთ. დაუქორწინებელ ტყუპებს მალე ახალი რომანტიკული ურთიერთობა გელით.
კირჩხიბი
დროა, სამსახურის პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციოთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს გაჩუქებთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა შორიდან ჩამოსულ ადამიანთან.
ლომი
ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ინერვიულოთ. ხანმოკლე სამსახურებრივ რომანს შეიძლება, კოლეგებისა მხრიდან ღია კრიტიკა მოჰყვეს. საღამოს ეცადეთ, კარგად დაისვენოთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
ქალწული
დღევანდელ საქმეებს სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ, თუმცა მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მოუცლელობას საყვარელი ადამიანი უყურადღებობად აღიქვამს, რამაც შეიძლება, სერიოზული გაუგებრობა გამოიწვიოს. თუ დაქორწინებული არ ხართ, მაშინ შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონება დაგჭირდეთ. ამ დღეს შორეულ მოგზაურობაში წასვლისგან თავი შეიკავეთ.
სასწორი
ამ დღეს ენერგიის ნაკლებობას არ უჩივით; მთავარია, არ გადადოთ საქმის გაკეთება, მაგრამ ნუ ენდობით მაცდურ შეთავაზებებს – ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
მორიელი
თქვენი მუხლჩაუხრელი შრომა და ანგელოზის მოთმინება აუცილებლად დაფასდება. ალბათ დროა, რომ სიკეთით გადაუხადოთ ადამიანს, ვინც უანგაროდ დაგეხმარათ. საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით მცირე შფოთვა გელით.
მშვილდოსანი
ამ დღეს კოლეგებთან, მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით. ხელოვნურად ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც თქვენს გემოვნებას შეეფერება. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზრდება.
თხის რქა
ამ დღეს სამსახურში ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ და კარგ შედეგს მიიღებთ. გირჩევთ, საკუთარ მენიუში მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების რაოდენობა შეზღუდოთ. თუ დაქორწინებული არ ხართ, დროა, პირადი ცხოვრებისთვის მოიცალოთ – უახლოეს ხანებში შორიდან ჩამოსულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა გელით.
მერწყული
ბიზნესისთვის რთული დღეა. მოერიდეთ კონფლიქტის მხარეების შერიგებას, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს ვითარებას. ეცადეთ, თქვენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა კონსტრუქციულად მიიღოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ. საღამოს კარგად დაისვენეთ. ძილის წინ თბილი აბაზანა დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
თევზები
თქვენი საოცარი ინტუიცია არ გღალატობთ. თუ მოინდომებთ, ამ დღეს დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას უხეშობას უნდა მოერიდოთ, თორემ სინანული მოგიწევთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ავტოავარია კოდა-თბილისის გზაზე - დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია
🔵როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - 27 ივლისის პროგნოზი
1790081724
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 4 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...
1790080987
ახალი ამბებიეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, „საქართველოს საპ...
1790080569
ახალი ამბებიცესკოს ხელმძღვანელი პირები ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიას შეხვდნენ
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის მზადებას. პროცესის მიმდინარეობის გასაცნობად ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრ...
1790080140
ახალი ამბებიპარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებ...
1790078959
ახალი ამბებირატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს
ოფიციალურად: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ანდორაში გააგრძელებს! 25 წლის მოთამაშესა და ესპანეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელს შორის 2-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა...




























