„რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი“: რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაურის საზოგადოებას უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებ გაკეთებულ ასტროლოგიურ პროგნოზს აახლებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„12 დღის წინ დავწერე და ვიმეორებ იმ ტექსტს. წინ გამომაქვს 12 დღის წინანდელი დამატება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. 
რა შეიძლება დამატებით ითქვას?

👉 რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.

დროის რა პერიოდში მოხდება ეს?

👉 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.

თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?

👉 არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები.

მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულიად მსოფლიოს! 

უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებების შესახებ

ბევრი ადამიანი მწერს, რომ უკრაინა-რუსეთის გარშემო პროგნოზი გავაკეთო. დავწერე დიდი ტექსტი და გარკვეული მოსაზრების გამო წავშალე. შევეცდები უფრო მოკლედ და „რბილად“ გადმოვცე ჩემი სათქმელი (ისედაც მსაყვედურობენ ხოლმე, ჩემი პროგნოზები სხვა ასტროლოგების პროგნოზებისგან განსხვავებით ნეგატიურია).

***
ყოველი წლის ბოლოს ვდებ ხოლმე მომდევნო წლის პროგნოზს და ყაზახეთში სისხლიანი დაპირისპირების დროს გავიზიარე ჩემი 2022 წლის პროგნოზის ის მონაკვეთი, რომელიც წლის დაძაბულ დასაწყისს და საერთოდ, 2022 წლის პირველ კვარტალს ეხებოდა.
გავიმეორებ ამ ნაწყვეტს ჩემი 2022 წლის პროგნოზიდან (მთლიან პროგნოზს კომენტარებში დავდებ):
„შედარებით რთულად განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები და მოსალოდნელია ამის დასტური მსოფლიომ უკვე 2022 წლის დასაწყისშივე იგრძნოს, რომელიც დაუკავშირდება სერიოზულ მსოფლიო პოლიტიკურ კრიზისს, პოლიტიკურ ექსკალაციებს და საომარ განწყობებს. არ არის გამორიცხული წლის პირველივე კვარტალში (იანვრიდან - მარტის ჩათვლით) გარკვეულ ძალებს შორის სამხედრო დაპირისპირება ან მოკლევადიანი, მაგრამ რეზონანსული სამხედრო ოპერაცია.
მსოფლიოს პოლიტიკური ცხოვრება დატვირთული იქნება „ხმაურიანი“ განცხადებებით, ასევე რისკის შემცველი და ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოსალოდნელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს გარკვეული საფრთხე შეუქმნას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების მხრიდან იშვიათი არ იქნება მოულოდნელი შემოტრიალებები და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებმაც მოსალოდნელია საკმაოდ მტკივნეულ პროცესებს დაუდოს საფუძველი“.

***
- დამატებით რა შეიძლება ითქვას?

👉  რუსეთი უბრალოდ, დამარცხდება! ეს არ არის კეთილი სურვილი, ეს არის კონკრეტულ სისტემაზე დაფუძნებული პროგნოზი. ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება რუსეთის ხელისუფლებაში სისტემური ცვლილებები.

- დროის რა პერიოდში მოხდება ეს?

👉 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ 2026 წლის გაზაფხულამდე.

- თუ ომი იქნება, ამდენ ხანს გაგრძელდება?

👉 არა. უბრალოდ, ეს „დომინოს პრინციპით“ რუსეთში ჰიპერკრიზისულ სიტუაციებს შექმნის. ამის პიკი იქნება 2024-25 წლები.
მშვიდობა უკრაინას, საქართველოს და სრულიად მსოფლიოს!“ - წერს რამაზ გიგაური. 

 

სხვა სიახლეები:

📌 „ღმერთო დაიფარე უკრაინა, ჩვენი საამაყო სუხიშვილები, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან“ - ნიკოლოზ რაჭველი

📌 უკრაინაში ომი დაიწყო!

📌 ვესაუბრე ბაიდენს, მიშელს და სხვა ლიდერებს, ჩვენ ვიწყებთ ანტიპუტინურ მოძრაობას - ვოლოდიმირ ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745324322

მსოფლიო

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის გეგმების მცოდნე წყარომ განუცხადა, წერს უკრა...

ზელენსკი ვატიკანში რომის პაპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დაესწრება

1745323649

ახალი ამბები

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის/ცესკოს აპარატის უფროსმა გიორგი სანტურიანმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20ევ...

ცესკოს წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციების მე-20 ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

1745322000

ახალი ამბები

ვოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...

გია ვოლსკი

1745320209

მსოფლიო

„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...

დონალდ ტრამპი

1745318915

ახალი ამბები

კახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძ...

კახა კალაძე