„სამაგიეროდ ძალზე კარგი დრო დაუდგათ ლომებს, მშვილდოსნებს, ტყუპებს და მერწყულებს. აგრეთვე მათ, ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნებში რაიმე პლანეტები ჰყავთ“ - ხათუნა ნოელი

ხვალ 21 მარტს, თბილისის დროით 21:24 წუთზე ვერძის 1*ზე გვაქვს ძალზე მნიშვნელოვანი ახალმთვარეობა. მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ხსნის ახალ ერთწლიან ციკლს, ვინაიდან სწორედ ვერძის პირველ გრადუსზე მზის გადასვლით, გაზაფხულის ბუნიაობის დღეს დგება ხოლმე ასტრონომიული ახალი წელი. ახლა კი არა მხოლოდ მზე იწყებს თავის ახალ წლიურ ციკლს, არამედ მთვარეც. ეს ნიშნავს, რომ განახლებისა და გადატვირთვის ენერგია გაერთიანებულია და ისინი ერთად ქმნიან უნიკალურ კოსმიურ ენერგიას, რომელიც შეიძლება გამოიყენო საკუთარი სარგებლისთვის. დგება სიახლეების, ინიციატივების, ახალი ძიებების და წამოწყებების დრო. ბუნება იღვიძებს და მასთან ერთად უნდა გამოვიღვიძოთ ჩვენც.

უშუალოდ 21 მარტი და ასევე პერიოდი მომდევნო ახალმთვარეობამდე უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი იქნება მთელი წლის მოვლენების განვითარების თვალსაზრისით. ამიტომ ეს დღე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიწყოთ ნეგატიურად, წუწუნით, უკმაყოფილების გამოხატვით. არასასურველია ჩხუბი, კონფლიქტები. უნდა მეტი პოზიტივი და ჰარმონია შევიტანოთ ცხოვრების რიტმში, მივუძღვნათ ეს დღე თვითგანვითარებას, გარშემომყოფებისათვის დახმარების გაწევას, სასარგებლო და კეთილ საქმეებს. მით უფრო რომ მზისა და მთვარესთან ახლა ნეპტუნიც შეერთებაში მოდის და სწორედ ჰუმანურობის, სულიერების, თანაგრძნობის გამოჩენისაკენ გვიბიძგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეპტუნმა შეიძლება იმუშაოს როგორც ილუზიებმა, ფუჭმა იმედებმა, გარეშე ადამიანებისაგან მოტყუების მცდელობებმა...

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მზისა და მთვარის გარდა, ვერძში ახლა იმყოფებიან მერკური, ქირონი და იუპიტერიც, რაც პლანეტების ნაწილობრივი პარადის მაჩვენებელია. სრული პარადები ძალზე იშვიათი მოვლენაა, თუმცა ამ ახალმთვარეობის მნიშვნელოვანებაზე ეს ნაწილობრივი იძლევა დასტურს. ვერძის ნიშანში ენერგიის ამხელა კონცენტრაციას შეუძლია ახალ, სრულიად განსხვავებულ ეპოქაში გადაგვანაცვლოს, მაგრამ ამისათვის ჯერ წინა პროგრამები და ვალდებულებები უნდა დავხუროთ. 

ვნახოთ, რა გვევალება:

საქართველოს მუნდანურ რუკაში (16/12-2018) ვერძის 1 გრადუსი ხვდება მე12 სახლში, რომელიც ყველაფერ დაფარულს (მათ შორის უცხო ქვეყნის ჯაშუშებსაც) უკავშირდება. ამიტომ ვფიქრობ, ცნობილი მოვლენების ექო მომდევნო მთვარის ფაზამდე ჯერ კიდევ აქტუალური იქნება. სამწუხაროდ ეს სახლი თავის თავში ბევრ კარგს არაფერს გულისხმობს, აქ შედის: სადაზვერვო და კონტრდაზვერვის სამსახურები, საიდუმლო შეთქმულებები, ფარული გარიგებები, პოლიტიკური მკვლელობები,დახურული ტიპის დაწესებულებები, გატაცება გამოსასყიდისთვის... ეტყობა ეს თემები გვაქვს დასახური და უკან მოსატოვებელი. 

ერთადერთი კარგი რაც ამ სახლს გააჩნია - ქველმოქმედებაა და მოდით ჩვენც მაქსიმალურად ეს თემა წამოვწიოთ წინ, იქნებ სხვა, ბევრად უფრო პრობლემურებისათვის აღარ დარჩეს მაშინ ადგილი.

რაც შეეხებათ ზოდიაქოს წარმომადგენლებს:

განსაკუთრებული დატვირთვა ამ ახალმთვარეობას რა თქმა უნდა ვერძებისათვის ექნება, ასევე თევზების ბოლო გრადუსზე დაბადებულებისთვისაც.

საყურადღებო იქნება მათთვის, ვის პირად რუკებშიც ვერძის, კირჩხიბის, სასწორის ან თხისრქის 1 გრადუსზე პლანეტა, ან რუკის მნიშვნელოვანი წერტილებია განლაგებული, ამ ადამიანებს სიფხიზლის გამოჩენა მართებთ, მინიმუმ მთვარის მომდევნო ფაზამდე ანუ სავსემთვარეობამდე. შესაძლოა ეს პერიოდი დაძაბულად წარიმართოს მათთვის.

სამაგიეროდ ძალზე კარგი დრო დაუდგათ ლომებს, მშვილდოსნებს, ტყუპებს და მერწყულებს. აგრეთვე მათ, ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნებში რაიმე პლანეტები ჰყავთ.

ვინც არ ვახსენე, მათთვის ნეიტრალური პერიოდია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ზოგადი პროგნოზი, რომელშიც პირად რუკას აუცილებლად შეაქვს ხოლმე კორექტივები.

თქვენი ჰოროსკოპის, ინდივიდუალური პროგნოზის ან სხვა ასტროლოგიური მომსახურებისათვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში.

ახლა კი თუ რატომ დევს სტატიის ფონზე გასაღებების და არა ახალი მთვარის სურათი:

ახალმთვარეობაზე როგორც იცით, კარგია სურვილების ჩაფიქრება. ჰოდა ამ ახალ მთვარეზე 21:24 -ზე რამე უხმარი გასაღები დაიჭირეთ ხელში, უკეთესი იქნება თუ ქირონის სიმბოლოს მსგავსი ფორმა ექნება და სურვილი ისე ჩაიფიქრეთ.   

გისურვებთ კეთილი სურვილები ყველას აგხდომოდეთ 

ასტროლოგი: ხათუნა ნოელი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია