"საქართველოში იმდენად ახალი კადრები იქნებიან, რომ 2033 წლამდე აბსოლუტურად გაიწმინდება სიტუაცია" - გიორგი ლობჯანიძე

ეზოტერიკოსი გიორგი ლობჯანიძე, სოციალურ ქსელში ზოგად მიმოხილვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"მოკლედ, იძულებული ვარ ვთქვა, ის, რასაც რამდენიმე თვე ვფიქრობ, არ მსურს დაგძაბოთ, მაგრამ ვამბობ ისევ თქვენთვის. კვლავ ატომი - გასაგებად ვიტყვი სათქმელს: ერთხელ საჯაროდ ვთქვი მარტში, მაგრამ რადგან კიდევ უამრავი მეკითხებით, საჯაროდ ვიტყვი მეორედ!

ატომური იარაღის გამოყენებით დედამიწაზე სიცოცხლე დასრულდება? 

- არ დასრულდება

- საქართველოში ომი იქნება? 

- არ იქნება! 

- საქართველოში იმდენად ახალი კადრები იქნებიან, რომ 2033 წლამდე აბსოლუტურად გაიწმინდება სიტუაცია. სრული კერხერი!  

არის შანსი რომ ატომი გამოიყენონ? 

- სამწუხაროდ, არის! და დიდი ალბათობით გამოიყენებენ! 

წლის დასაწყისშივე ვამბობდი, რომ წლის ბოლო იქნებოდა მეტად არასტაბულური და რთული! ამ სამყაროში შემოქმედს ,,მამის" სახით ჰყავს ნათელი ძალები, მაგრამ არიან ბნელი ძალები, გასაგებ ენაზე ვიტყვი რომ აქაც ენერგეტიკულად 2022 - ში დაიწყო ომი! თუმცა, ცის კაბადონზე შავ და თეთრ ძალებს შორის ბრძოლა პირველად გაჩაღდა 1991 წელს, გარდამავლი სახე მიიღო 1994 და შემდგომ 1997-1998 წლებში, რა ენერგიებიც დღემდე ბატონობენ. მალე სოციო-პოლიტიკურ სარბიელზე ბევრ ახალ ფიგურას, სახეცვლილ მსოფლიოს და აბსოლუტურად სხვა სისტემას ვიხილავთ! 

განსაკუთრებით კი 2022 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მთელი 2023 წელი იქნება მეტად რეფორმული, ნიშანდობლივ - ევროპის მიმართულებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ იქით წელს პლუტონის ინგრესიაც გველოდება ახალ ნიშანში! ეს ხომ სრული კულმინაციის ახლო ნიშნები იქნება. 

ამიტომ, სირთულეები ნამდვილად გველის, თუმცა არც მოვიწყენთ ამასობაში! და ბოლოს კიდევ ერთხელ: ატომი რომც გამოიყენონ დედამიწა არ მთავრდება! და მეტიც, მე-3 მსოფლიო ომიც კი რომ იყოს არც მაშინ იქნება ,,ომის ფორმით" დასასრული! პირიქით ეს იქნება ახალი სისტემის დანერგვის დასაწყისი, რასაც კიდევ მოჰყვება სისტემასთან ბრძოლა, თუ რა სახის ბრძოლა იქნება ყველა ნახავთ. გასაოცარი კი ის არის, რომ სწორედ ამ პერიოდში აქვს რეალური შანსი წინსვლის საქართველოს! წარმატებებს და ჯანმრთელობას ვუსურვებ თითოეულ მკითხველს! იმედი მაქვს ნათქვამს სწორად შეაფასებთ!"

ახლა, რაც შეეხებათ, უშუალოდ, ემიგრანტებს: ყველას გგულშემატკივრობთ და ამიტომაც ვამბობ თქვენთვის სათქმელს: ამ ომს ასე ცალსახად გამარჯვებული არ ეყოლება და რადგანაც ატომამდე მიდის საქმე ან მონახეთ როგორმე მშვიდი ადგილები ან ოპტიმალური გამოსავალი იქნება დროებით სამშობლოში დაბრუნება.

მაგრამ ისედაც დაბრუნდებით, რადგანაც მალე საქართველო ლამის მთელი მსოფლიოსთვის ,,საქარავნო" საშუალება იქნება ეკონომიკური თუ სამშვიდობო კუთხით, როგორ დავეტევით + უცხოელებით არ ვიცი, მაგრამ იმედია დავეტევით.- წერს ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786174722

ახალი ამბები

რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...

რეზო ბლიაძე

1786173218

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო – მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულე...

საგარეო საქმეთა სამინისტრო

1786172211

მსოფლიო

კიევის ოლქზე საჰაერო იერიშს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსულმა ძალებმა 7-8 აგვისტოს, ღამით, კიევზე და კიევის ოლქზე კომბინირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. „ბროვარის რაიონში სამ ადგილას სახლები დაინგრა. დაღუპულია სამ...

კიევის ოლქზე

1786171260

ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერ...

სახელმწიფო მინისტრის აპარატი

1786169269

ახალი ამბები

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...

 თავდაცვის სამინისტრო