„ჩემი მშობლები იყვნენ ადამიანები კომპიუტერიდან“ – ქართველი ემიგრანტის წარმატება და ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის სახლში გადაღებული კლიპი

ნინა ჯანგველაძე ამერიკაში 14 წლისა წავიდა, თავის მშობლებთან და როგორც ის „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, „უცხო ადამიანებთან“ მოხვდა.
 
ნინა ჯანგველაძე:
 
– წლების წინ, მამაჩემს საქართველოში ჰქონდა თავისი ღვინის ქარხანა. დაიწყეს მისი შევიწროება ამის გამო მამაჩემს მოუწია ქვეყნის დატოვება ეს იყო 2002 წელს. მას ამის გაკეთება მეგობრის გამო მოუწია, რომელსაც დაჭერას უპირებდნენ და მამამ ის სასამართლო პროცესზე დაიცვა. სწორედ ამის გამო გახდა დევნის მსხვერპლი. მამამ მიაღწია იმას, რომ მის მეგობარს 12-ის მაგივრად ორი წელი მიუსაჯეს, მაგრამ სამაგიეროდ, თვითონ მოუწია ქვეყნის დატოვება და ადამიანმა, რომელიც მანამდე მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან ერთად ვახშმობდა, ამერიკაში მიმტანად დაიწყო მუშაობა.
 
ბავშვები დაგვტოვეს საქართველოში, ბებიასთან, თვითონ წავიდნენ ახალი ცხოვრების დასაწყებად, ამერიკაში. მქონდა ძალიან ლაღი ბავშვობა და მყავდა ძალიან ბევრი ძიძა. ერთხელ, ამას წინათ, მე და დედა ჩამოვსხედით დავთვალეთ და ოცდაათამდე დავთვალეთ.
 
ვინაიდან მშობლების გარეშე ვიზრდებოდი, ყველა ადამიანის თბილი სიტყვა მახსოვს, ყველა ადამიანის ჩახუტება და მადლიერების გრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ. არ არის კარგი, როცა ბავშვი მშობლების გარეშე იზრდება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა. მაშინ ვერ ვგრძნობდი უმშობლობას. ახლანდელი გადმოსახედიდან კი ვხვდები, რამდენი რამ დამაკლდა იმის გამო, რომ დედა და მამა ჩემ გვერდით არ იყვნენ.

სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს მიოცნებია, რომ ამერიკაში ჩამოვსულიყავი საცხოვრებლად, მაგრამ ჩემს მშობლებთან ერთად ყოფნა მინდოდა და 14 წლისა ამათთან წამოვედი.
 
დავიწყე ცხოვრება ფაქტობრივად, ახალ გარემოში და ახალ ოჯახთან ერთად, რადგან ორი წლის ვიყავი, როცა დავრჩი მშობლების გარეშე და 14 წლისა მოვხვდი მათთან. თითქოს ეს ადამიანები ჩემთვის უცხოები იყვნენ. დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ ადამიანები კომპიუტერიდან და რეალურ ცხოვრებაში იმის გათავისება, რომ ისინი ჩემი მშობლები იყვნენ და მე მათთან ერთად უნდა მეცხოვრა, იოლი არ იყო.თუმცა, ყველაფერი ნელ-ნელა გადავლახე, შევეჩვიე, ადაპტაცია გავიარე და მოვერგე აქაურ სიტუაციას. სკოლა დავამთავრე და ახლა ვსწავლობ უნივერსიტეტში, მესამე კურსზე. ვსწავლობ იმავე უნოვერსიტეტში, სადაც ჩემი და, რადგან სულ მინდა, მის გარემოცვაში ვიყო. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ამერიკაში და მაქვს 85-პროცენტიანი დაფინანსება.

საერთოდ, არ მიყვარს ერთფეროვნება და მინდა, რაღაც განსხვავებული ვაკეთო. ამიტომ ახლა ძალიან ბევრ სფეროში ვარ ჩართული და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, სხვა სფეროებშიც აქტიურად ვარ ჩართული.ამერიკაში ჩამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დავიწყე დედაჩემის ბიზნესში ჩართვა და მე და ჩემი და, ასე ვთქვათ, ოჯახურ ბიზნესს ვუძღვებოდით.ამერიკულ ოჯახებს ვეხმარებით მომვლელის პოვნაში. გამოდის, რომ ვასაქმებთ ადამიანებს, მაგრამ მათ ხელფასს ხშირად უხდის სახელმწიფო, ვინაიდან ამერიკაში არის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უფასო მომვლელს ითვალისწინებს.
 
ბოლო პერიოდში მე თვითონაც წამოვიწყე ჩემი ბიზნესი და ვერ გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ბიზნესის მწვერვალებს ვიპყრობ, მაგრამ ნელ-ნელა ვვითარდები და იმედია, კარგ შედეგებს მივაღწევ.
 
უნივერსიტეტთან ერთად გავაკეთე პროექტი და საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ვეხმარები, რომ ამერიკის უნოვესიტეტებში გააგრძელონ სწავლა. ვუწევ კონსულტაციას, როგორ შეიძლება ჩააბარონ დაფინანსებით, ვაძლევ რჩევებს, ლიტერატურას, ვუხსნი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, ვაწვდი ინტერნეტ წყაროებს.
 
რამდენიმე თვის წინ, მეგობრებთან ერთად გავაკეთე ერთგვარი კულინარიული ვორქშოპი, სადაც უცხოელებს გავაცანით ქართული კერძები, ვაჩვენეთ, როგორ კეთდება ხინკალი, ხაჭაპური და სხვა კერძები. ჩემი და ცეკვავდა ქართულს, მე ვმღეროდი ქართულად. წარვადგინეთ საქართველო, მოვყევით მისი ისტორიის შესახებ. ერთი სიტყვით, გავაცანით ჩვენი ქვეყანა.

როცა უცხოელების წინაშე ქართულად ვმღერი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ვიცი, რომ ადამიანი, რომელიც დარბაზში ზის, ქართულად წარმოთქმულ  სიტყვებს გაიგებს პირველად, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ სიმღერების რაღაც ნაწილი – 1-2 კუპლეტი ინგლისურად გადამეთარგმნა და ისე მემღერა, რომ ამ ადამიანებს წარმოდგენა ჰქონდეთ, სიმღერა რა თემას ეძღვნება და შინაარსი მათთვის გასაგები იყოს.
 
ერთ-ერთ კონფერენციაზე შევიტყე, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი ატარებდა პროექტების კონკურსს. თემა გახლდათ გენდერული თანასწორობა. გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა და კარგადაც მოვემზადე. საქართველოს სინამდვილიდან მოვიყვანე გენდერული თანასწორობის მაგალითები, კერძოდ – რომ თამარს ჩვენ მეფე ვუწოდეთ.ვისაუბრე ძლიერ ქართველ ქალებზე, სიტყვა „დედის“ მნიშვნელობაზე, ჩვენს სამეტყველო ენაში. პრეზენტაცია გავაკეთე ჰარვარდის უნივერსიტეტში და მინდა გითხრათ, რომ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ჩემი ოჯახი არის ძალიან ტრადიციული. აქედან გამომდინარე, მთელი დღის განმავლობაში მშობლები მეკონტაქტებიან, იგებენ სად ვარ, რას ვაკეთებ და ძალიან ნერვიულობენ, თუ მაგვიანდება. მართალია, ვცხოვრობ ამერიკაში, სადაც არის სხვანაირი ცხოვრების წესი და არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ ცალკე, მაგრამ მე როგორც ქართველი, ვცხოვრობ მშობლებთან და ისინი მუდმივად საქმის კურსში არიან, რას ვაკეთებ და სად ვარ. ერთხელ სახლში მარტო ვიყავი. საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული, რაც გიტარას გავკარებივარ და გადაწყვეტე, რამე დამეკრა. ამ თამაშ-თამაშში შემომეწერა მელოდეია, რომელიც ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, რომ მასზე ლექსიც დამეწერა. საბოლოო ჯამში მომეწონა ჩემი შექმნილი სიმღერა.  ეს სიმღერა მოისმინა ირაკლი ჩაგანავამ, რომელსაც ძალიან მოეწონა. ირაკლი ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია და ჩემთვის დიდი ავტორიტეტია, ამ სფეროში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი აზრი, ჩემი სიმღერის შესახებ და ძალიან მიხარია, რომ მისგან მოწონება დაიმსახურა. სიხარულით დავფრინავდი. ირაკლის დახმარებით სიმღერა ჩავწერე. ის6 წუთი და 20 წამი გრძელდება. რეალურად, ეს სიმღერისთვის ძალიან ხანგრძლივი დროა და მეუბნებოდნენ, რომ შემემცირებინა, მაგრამ მე ასე მომწონს და ამიტომ დავტოვე. სიმართლე რომ გითხრათ, კლიპის გადაღებას არ ვაპირებდი, რადგან ვერ მოვიფიქრე შესაბამისი სცენარი და არ მინდოდა, რომ სიმღერის ხარისხი გამეფუჭებინა კლიპით. შემდეგ მომივიდა იდეა, რომ გამეკეთებინა თეატრალური სცენარი. კლიპში მოქმედება ხდება ერთ პაემანზე და სიყვარულის განვითარების ყველა ეტაპი ამ პაემანზე ჩანს. კლიპი გადავიღეთ ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის სახლში, ძალიან ლამაზ გარემოში და ჩემი აზრით, ძალიან კარგი გამოვიდა.primetime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793641344

ახალი ამბები

პროკურატურა: გარდაბანში ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ოჯახური ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულ კაცს 25-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ფარული კამერები სახლში, განათლებისა და გადაადგილების აკრძალვა, დაზიანებული პასპორტები და ფატალური შედეგი - პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გარდაბ...

პროკურატურ

1793638172

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე აქციებზე: აშშ-ში ეს არ ხდება და არც დავუშვებთ, რომ მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ უთხრა, რომ იმიგრაცია საფრანგეთისთვის პრო...

 ტრამპი ტრამპი

1793635990

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს - მზიური შავაძესა და მირან...

ზურაბ პატარაძე

1793633174

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს დაკავებულ ადამიანებს პოლიტიკური პატიმრები უწოდეს, მაშინ როცა ნახევარზე მეტმა დანაშაული აღიარა

„კარგია, რომ 4 ოქტომბრის მონაწილეებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და თავიანთი დანაშაული აღიარეს“,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ფონზე კი...

ლევან მაჭავარიანი

1793630936

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს, ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას

„ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს. ეს ასეულობით შემთხვევაში აქვს გაკეთებული ევროპის სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინას და მოლდოვას, თუმცა ვხედავთ ევროპიდ...

ნინო წილოსანი