შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო.

კინოჩვენების დასრულების შემდეგ კი მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„პირველ რიგში გილოცავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს. დღეს, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გამართულ ამ შესანიშნავ ღონისძიებაზე ჩვენი ერთად ყოფნით კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვადასტურებთ, რომ შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათი პოტენციალის სრული რეალიზების ხელშეწყობა სახელმწიფოს მტკიცე პრიორიტეტია.

ნებისმიერი საზოგადოების პროგრესისა თუ ცივილიზებულობის ერთ-ერთი საზომი სწორედ ისაა, თუ როგორ გარემოს ვუქმნით მათ, ვინც ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ადამიანის ნებასა და სულისკვეთებას საზღვრები არ გააჩნია. ამ უსაზღვრო შესაძლებლობების საუკეთესო მაგალითი კი სწორედ თქვენ - ჩვენი პარალიმპელი სპორტსმენები ბრძანდებით.

თქვენი მიღწევები დარწმუნებული ვარ მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი სპორტსმენები არასოდეს ნებდებიან, წინ კიდევ უფრო ბევრი გამარჯვება გველის. თქვენ ხართ სამაგალითონი ჩვენი მომავალი თაობებისთვის - თითოეული თქვენი წარმატება უდიდესი სტიმულია ქვეყნისთვის და თითოეულ ქართველში უსაზღვრო სიამაყის განცდას ბადებს.

სპორტული მწვერვალების დაპყრობა მხოლოდ ერთი ნაწილია - შშმ პირთა სრულფასოვანი ინტეგრაცია და მათი უფლებების დაცვა გაცილებით ფართო, სისტემურ მიდგომას მოითხოვს. ეს არის ყოველდღიური, თანმიმდევრული მუშაობა იმისათვის, რომ ქვეყანაში მათთვის ნებისმიერი ფიზიკური და სოციალური ბარიერი აღმოიფხვრას. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც თითოეულ შშმ პირს ექნება თანაბარი წვდომა ხარისხიან განათლებაზე, დასაქმებასა და სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781449831

საზოგადოება

პრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზ...

ირაკლი კობახიძე

1781449763

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მადლობა ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე

მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობები...

ირაკლი კობახიძე

1781448265

საზოგადოება

პატრიარქი: დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი შვილები ბავშვობიდანვე ვაზიაროთ ქრისტიანულ ღირებულებებს

„შეგვეწიოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს – პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს......

შიო მესამე

1781447896

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე, რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაც...

გურამ მაჭარაშვილი

1781446706

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: აყალბებენ ფრაზებს და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის“ ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და...

გურამ მაჭარაშვილი