პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 15 ივნისს, 09:00 საათიდან დაიწყება
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისის 09:00 საათიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, - აღნიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.
„ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესამოწმებლად გადადით ბმულზე: https://skolebi.emis.ge/
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=dGDKJGVYR4w
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1781458569
ახალი ამბებითბილისში ხანძარია - დაშავებულია ერთი ადამიანი
თბილისში, ავლაბარში ერთ-ერთ სამსართულიან შენობაში, სხვენში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სახან...
1781457145
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არა თუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა
რატომ აბრალებენ საქართველოს, რომ პრო ირანული ხელისუფლება ჰყავს და რატომ გაჩნდა ოპონენტების მხრიდან ტერმინი პრო ირანული ხელისუფლება, რადგან დღეს ამერიკა დაპირისპირებულია ირანთან, ამიტომ შენ უნდა აჩვენო...
1781454494
საზოგადოებაშშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმ...
1781453089
საქართველო15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ეწვევა
15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცე...
1781451288
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შე...



























