მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის შეჩერებით მუქარაზე: ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე
არ ხდება არც ერთი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომ ეს საკითხი გამოყენებული იყოს სწორედ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და ერთგვარი, დაწერილი სცენარის ნაწილია, თუ როგორ შეიძლებოდა, მოეხდინათ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, - განაცხადა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევრობიუროკრატიის მუქარაზე საუბრისას.
„ისინი მხოლოდ აქ ხედავენ დასაყრდენს, თუკი ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალური ზეწოლის ბერკეტები იქნება გამოყენებული არა „ქართულ ოცნებაზე“, არა საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ ქართულ საზოგადოებაზე’, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ მხარეს მიეცა შესაძლებლობა, ბრიუსელში, ევროკომისიის წარმომადგენლებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ტექნიკურ შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია გაეჟღერებინა.
„არის საკითხები, რომლებიც უფრო უკეთ განსამარტად, რა თქმა უნდა, მოითხოვს მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რაც ამ დროისთვის, ვიცით, რომ ევროპული მხარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
უკრაინაში ომის პარალელურად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესთან დაკავშირებით კი მინისტრი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იყო ის ძალა და ხელისუფლება, რომელიც ამ დათმობაზე არ მიდიოდა და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად არაფერს გააკეთებდა.
„შესაბამისად, ყველაზე ოპტიმალური იქნებოდა „ქართული ოცნების“ ნებისმიერი გზით შეცვლა და სხვა ძალით ჩანაცვლება, რომელიც გარებრძანებების მორჩილი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გამოიყენება ასეთი ზეწოლები“, - აცხადებს ვიცე პრემიერი.
1781454494
საზოგადოებაშშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი დოკუმენტური ფილმის - „უსაზღვრო შესაძლებლობების“ პრეზენტაციას დაესწრო
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარალიმპიური კომიტეტის მოწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სპორტის მინისტრთან ერთად დოკუმ...
1781453089
საქართველო15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ეწვევა
15 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცე...
1781451288
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პარასპორტი მხოლოდ სპორტული შედეგების მიღწევა არ არის. ეს არის ღირსების, თანასწორობის, თავდაჯერებისა და საზოგადოების სრულფასოვან ცხოვრებაში ჩართულობის სიმბოლო
დღევანდელი ფილმი განსაკუთრებულ თემას ეძღვნება, განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, მათ გამოწვევებსა და იმ წარმატებებს, რომელიც ყოველდღიური ძალისხმევის, მიზანდასახულობისა და შეუპოვრობის შე...
1781449831
საზოგადოებაპრემიერი: 2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს
ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ყველამ ერთად ვუყურეთ ამ არაჩვეულებრივ ფილმს, რომელიც არის ძალიან საინტერესოც და ემოციურიც. ეს ფილმი აჩვენებს იმ მენტალურ და ღირებულებით ტრანსფორმაციას, კონკრეტულ მაგალითზ...
1781449763
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მადლობა ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაუმჯობესებაზე
მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობები...



























