უცხოელი სტუდენტები და მათი გავლენა გერმანულ შრომის ბაზარზე

გერმანია დღეს უცხოელი სტუდენტებისგან ისეთი მოთხოვნადია, როგორც არასოდეს. რას ნიშნავს ეს გერმანიის სამუშაო ბაზრისთვის, კვლევისა და სწავლებისთვის? ამ კითხვაზე პასუხს ბრაუნშვაიგის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ქ-ონი ანგელა იტელი გაგვცემს.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მონაცემებით, 2021/22 წლის ზამთრის სემესტრში გერმანიის უნივერსიტეტებში დაახლოებით 350,000 საერთაშორისო სტუდენტი ჩაირიცხა. ეს რიცხვი ახალი რეკორდია და წარმოადგენს რვა პროცენტიან ზრდას წინა წელთან შედარებით. საერთაშორისო პირველი კურსის სტუდენტების რაოდენობა ასევე კვლავ გაიზარდა გასულ ზამთრის სემესტრში კორონას პანდემიის დასუსტების შემდეგ. ასევე იზრდება საერთაშორისო სტუდენტთა რიცხვი წინა წლის ზამთრის სემესტრისგან განსხვავებით კორონა პანდემიის შემდეგაც.

- ქალბატონო ანგელა უნივერსიტეტებში უფრო მეტი უცხოელი სტუდენტია, ვიდრე ოდესმე ამჩნევთ ამას, როცა ბრაუნშვაიგის კამპუსში სეირნობთ?

- როცა ფანჯრიდან უნივერსიტეტის ეზოში ვიყურები, ძალიან გვიხარია, რომ სტუდენტები საერთოდ დაბრუნდნენ კამპუსში. იმ ფაქტის არსებობა, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტია, ფრიად სასიხარულოა. მშვენიერი ამბავია, რომ გერმანიაში უფრო მეტი საერთაშორისო სტუდენტი მოდის სასწავლებლად, განსაკუთრებით ახლა, ორწლიანი პანდემიის ფაზის შემდეგ, სადაც გერმანელი სტუდენტების რაოდენობა, რომლებმაც საზღვარგარეთ სწავლა გადაწყვიტეს, მნიშვნელოვნად შემცირდა.

- რა შანსებს გვთავაზობს ეს კვლევისა და სწავლებისთვის, როდესაც ამდენი ადამიანია ჩართული სხვადასხვა ქვეყნებიდან?

- საერთაშორისო კვლევისა და სწავლების ძალიან ელემენტარული სტრატეგიული მიზანია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შესაბამისი ინტერნაციონალიზაცია, თუ გვექნება ასევე საერთაშორისო, განსხვავებული და შერეული საუნივერსიტეტო კამპუსი. ეს ასევე ეხება ჩვენთან საერთაშორისო მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მოყვანას, მაგრამ სტუდენტებს აქვთ ლომის წილი. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ უცხოელ სტუდენტებს შევთავაზოთ კარგი განათლება, არამედ იმ სტუდენტებს, რომლებიც რჩებიან გერმანიაში იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ საზღვარგარეთ წასვლა ან  ცხოვრების ამჟამინდელი ეტაპზე ჯერ არ გადაუწყვეტიათ უცხოეთში სწავლა. საერთაშორისო სტუდენტები არ არიან იზოლირებულები. ისევე როგორც ბევრი სხვა უნივერსიტეტი, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საბორტო პროგრამა (დასაქმების პროგრამა), სადაც ასევე გვინდა საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრირება ჩვენს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

- ყოველთვის ასე მარტივად მუშაობს ეს ყველაფერი? მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ამ პროგრამას გამოწვევებიც ახლავს თან.

- რა თქმა უნდა, არსებობს ენობრივი ბარიერები - მაგრამ ჩვენ მუდმივად ვეხმარებით სტუდენტებს ამ ბარიერის დაძლევაში. სტუდენტმა უნდა მოახერხოს სწავლის გარკვეულ პროგრამებში მთლიანად ინგლისურ ენაზე სწავლა. ეს ადვილად შესაძლებელია საზღვარგარეთ და ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ ეს ბრაუნშვაიგის უნივერსიტეტშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა უნივერსიტეტში, რომ ჩვენ შევთავაზოთ სტუდენტებს უფრო და უფრო ყოვლისმომცველი ინგლისურენოვანი კურსები და ხშირ შემთხვევაში მთლიანი პროგრამები ინგლისურ ენაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ის ასევე ეხება გერმანულ შრომის ბაზარს. უნდა ისწავლოს თუ არა ჩვენთან მოსულმა უცხოელმა სტუდენტმა გერმანული ენა ჩვენთან ყოფნისას პერიოდში, ეს კითხვა ძალიან საკამათოა. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ კულტურული გაცვლა ან გამოცდილება მხოლოდ პროდუქტიული ან მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მშობლიურ (გერმანულ) ენას სწავლობენ. მეორე მხრივ, ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია მხოლოდ ინგლისურ ენაზე სწავლა და საგრძნობლად შემცირდა აქცენტი მშობლიური ენის შესწავლაზე. აქ სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გერმანული შრომის ბაზარი ჯერ არ არის მზად მოწყობილი ინგლისურენოვანი თანამშრომლების ინტეგრირებისთვის.

- რა უნდა გააკეთონ პოლიტიკოსებმა, რომ შრომის ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს, რომ კიდევ უფრო მეტი კურსდამთავრებული დარჩეს აქ?

- პოლიტიკოსებმა ზუსტად ინტეგრაციის ამ საკითხზე უნდა იმუშაონ. ჩვენ გვაქვს ძალიან მიმზიდველი სამუშაო ბაზარი, მაგრამ ბევრი კომპანია ჯერ კიდევ არ არის მორგებული, რომ მათ რეალურად შეძლონ უცხოეთიდან ჩამოსული თანამშრომლების ინტეგრირება ისე, რომ ეს ადამიანები 100% თავისუფლად ვერ ფლობენ გერმანულ ენას და ასევე არ იცნობენ გერმანულ კულტურას. არამარტო პოლიტიკოსებმა, არამედ დამსაქმებლებსაც უნდა ჰქონდეთ მიზნად დასახული და უნდა უზრუნველყონ კონტექსტი, ისევე როგორც ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ უნივერსიტეტში - მივიღოთ ყველა ადამიანი გლობალურ დონეზე, მაგრამ ასევე დავეხმაროთ მათ გერმანულ კულტურაში ინტეგრირებაში.

- თქვენი გადმოსახედიდან, აუცილებლად მეტი კურსდამთავრებული უნდა დარჩეს გერმანიაში?

- რა თქმა უნდა, ეს არის ის, რისთვისაც უნდა ვისწრაფოდეთ, თუმცა მე ყოველთვის ვუზიარებ ჩემს კოლეგებს რომ ჩვენ ასევე კარგი განათლება უნდა მივცეთ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ დარჩებიან. ეს სტუდენტები არასდროს გვტოვებენ სრულიად, რადგან ჩვენ ისინი გვახსოვს და ცხოვრებისეულ სხვადასხვა საფეხურზე ასვლით ისინი ასევე არიან ჩვენი უნივერსიტეტის ელჩები. აქედან გამომდინარე დროის კარგვა არ არის ჩვენგან წასული სტუდენტებისათვის კარგი განათლების მიცემა.

- თქვენ თვითონაც საზღვარგარეთ სწავლობდით. ოდესმე გაგიჩნდათ კითხვა: დარჩებოდით თუ დაბრუნდებოდით გერმანიაში?

დიახ, რა თქმა უნდა. მე არასოდეს მისწავლია გერმანიაში, განათლება აშშ-ში მივიღე. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ ბუნებრივია გაჩნდა კითხვა: რა ვქნა ახლა? ჩემმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა: "ანგელა, თუ ოდესმე გინდა გერმანიაში დაბრუნება, ეს ახლავე უნდა გააკეთო". ასეც მოვიქეცი, დავბრუნდი გერმანიაში და ახლაც ყოველდღიურად ვსარგებლობ უცხოეთში შეძენილი გამოცდილებით. ჩვენთან მყოფი სტუდენტების წახალისება ჩემთვის მხოლოდ პირადი საზრუნავი არ არის, არამედ დავეხმარო მათ აქ უცხოეთში გამოცდილების მიღებაში და ამ გამოცდილების ინტეგრირებაში მათ სამომავლო ცხოვრებაში.

წყარო/სტატია: https://www.ndr.de/kultur/Auslaendische-Studierende-und-die-Folgen-fuer-deutschen-Arbeitsmarkt,studium206.html

ავტორი: ამირან ხინიკაძე-ქადიეშვილი, სპეციალურად “ექსკლუზივტვსთვის“ გერმანიიდან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში ქართული ტურისტული კომპანიის „არგონავტების ოქრო“ პრეზენტაცია გაიმართა

📌 ემიგრანტის გზამკვლევი: ზოგადი ინფორმაცია იტალიაში ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი მოქალაქის მდგომარეობაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792576958

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: საფრანგეთის შს მინისტრმა გამოსვლაში საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მოხდა იმის აღიარება, რომ გარე ძალები უხეშად და უსამართლოდ ერეოდნენ ქვეყნის შიდა პროცესებში

„საფრანგეთის შს მინისტრს არგუმენტები სჭირდებოდა, თუ რატომ უნდა დაიცვას ფრანგული დემოკრატია გარე ჩარევებისგან და მანიპულაციისგან“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდო...

რატი იონათამიშვილი:

1792575906

ახალი ამბები

თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაცი...

პროკურატურა

1792574386

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რ...

გურამ მაჭარაშვილი

1792573594

ახალი ამბები

სტუდენტი „ტვ პირველს“ საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლაზე: რა ეჭვებში ხართ, რა თქმა უნდა [„ქართული ოცნების დავალებით“] არ ვართ მოსული

„რა ეჭვებში ხართ“, - ასე უპასუხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის სტუდენტმა „ტვ პირველს“ კითხვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დავალებით მივიდნენ თუ არა. როგ...

სტუდენტი

1792572311

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე: ძალიან მოხარული ვიქნები, თუ სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არა კონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს. სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს „ნაც...

თენგიზ შარმანაშვილი