ემიგრანტის გზამკვლევი: ზოგადი ინფორმაცია იტალიაში ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი მოქალაქის მდგომარეობაზე

მესამე ქვეყნიდან შემოსულ უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის მარეგულირებელმა ძირითადმა კანონმა, რომელიც ცნობილია „ბოსი-ფინის კანონის“ სახელწოდებით (N.189/2002) და ერთიანი საკანონმდებლო აქტია იმიგრაციის შესახებ (საკანონმდებლო განკარგულება N.286/1998), მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.
ეს აქტი, მე-2-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, არალეგალურად მცხოვრები უცხოელებისაც. კერძოდ: უკანონოდ შემოსული/შემოყვანილი არასრულწლოვანი უცხოელი არ ექვემდებარება გაძევებას ან უკან გაბრუნებას, მაგრამ, ამავდროულად, ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მათ შესახებ არასრულწლოვანთა უფლებამოსილ სასამართლოს; კანონი ასევე არ ითვალისწინებს ორსული და ბოლო 6 თვის განმავლობაში ნამშობიარები ქალების გაძევებას ან უკან გაბრუნებას და მათ უფლება აქვთ, მიიღონ ბინადრობის ნებართვა. აქტი ეხება წამების მსხვერპლთა და ავადმყოფთა დახმარების/მომსახურების სპეციალურ პირობებსაც.
შემდეგი სახის ცვლილებები იქნა შეტანილი განკარგულებით N.133/2018 (სალვინის განკარგულება ან „უსაფრთხოება და იმიგრაცია“ განკარგულება) რის მიხედვითაც შეიქმნა კანონი N.132/18, შემოღებულ იქნა წინა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ იტალიის ტერიტორიაზე რეგულარულად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების ადრე აღიარებულ ზოგიერთ უფლებაზე. პირველი უმთავრესი ცვლილებაა პირველი მუხლი, რომელიც აუქმებს ბინადრობის ნებართვას ჰუმანიტარული მოტივით. ასევე შემოვიდა ბინადრობის ნებართვის ახალი ტიპები (ან შეიცვალა), რომელსაც დამუკიდებლად გასცემს პოლიციის
კომისარი საკუთარი ინიციატივით (ან სასამართლო ხელისუფლების შეთავაზებით ან შინაგან საქმეთა მინისტრის ნებართვით), ტერიტორიული თავშესაფრის კომისიის მოთხოვნით. იხილეთ ქვემოთ.
არალეგალური იმიგრაცია, რასაც შეიძლება ეწოდოს ფარული ან უკანონო იმიგრაციაც, არის უცხოელ მოქალაქეთა შემოსვლა/ყოფნა ქვეყნის ტერიტორიაზე ამავე ქვეყნის საიმიგრაციო კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევით, ანუ ქვეყანაში შესვლა წინასწარი ნებართვის გარეშე.
არალეგალად მიიჩნევა უცხოელი მოქალაქე, თუ იტალიაში შესულია სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უვიზოდ, ან საიდენტიფიკაციო (პირადობის დამადასტურებელი) დოკუმენტების გარეშე, ანდა აქვს ქვეყანაში შესვლის უფლებამოსილება, მაგრამ შემდგომში ვერ მოითხოვს და ვერ მიიღებს ბინადრობის ნებართვას.
უცხოელი, რომელსაც არ გააჩნია ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნისთვის აუცილებელი რეკვიზიტები (ან აქვს ვადაგასული და განუახლებელი ბინადრობის ნებართვა), ითვლება უკანონოდ მყოფად.
შეიძლება ადამიანი უკანონოდ შემოვიდეს ქვეყანაში, სასაზღვრო კონტროლზე პირადი მონაცემების წარდგენის გარეშე, მაგრამ შემდგომ გამოასწოროს თავისი პოზიცია “ამნისტიების” ან “რეგულაციების” მეშვეობით, ან პირიქით, ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდეს კანონიერი გზით, მაგრამ ნებადართულ ვადაზე მეტხანს დარჩენის გამო, მისი ყოფნა გახდეს უკანონო (overstaying) და დადგეს გაძევების რისკის წინაშე.
ე.წ. ,,ეკონომიკურ მიგრანტთა’’ სამუშაო მიზნით შემოსვლა რეგულირდება კვოტების სისტემით. კანონი ითვალისწინებს, რომ ყოველ წელს სპეციალური დადგენილებით განისაზღვროს მესამე ქვეყნიდან შემოსასვლელ უცხოელთა რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ სუბორდინაციული (subordinato), სეზონური და თვითდასაქმებითი (autonomo) სამუშაოს შესრულების უფლება. ეს სისტემა ძირითადად ემყარება პრინციპს ,,შორიდან/გარედან მოყვანა’’, ანუ დამსაქმებელი იტალიის ტერიტორიაზე იმყოფება, დასასაქმებელი კი - თავის ქვეყანაში. საკმაოდ
კომპლექსური პროცედურის გავლის შემდეგ, თუკი დამსაქმებლის განაცხადი მიიღება, ქვეყანაში შემოსვლისთვის გაცემული ავტორიზაცია ეგზავნება უცხოელის ქვეყანაში მოქმედ იტალიის საკონსულოს, სადაც ეს მოქალაქე მიიღებს სამუშაო ვიზას. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ დადგენილებით განსაზღვრული ყოველწლიური კვოტები უკვე იტალიაში მყოფი პირების ლეგალურად გაფორმებას ხმარდება: მათი დამსაქმებლები განაცხადს ისე წარადგენენ, თითქოს 13 ეს პირები ჯერ ისევ თავის სამშობლოში იმყოფებოდნენ. შემოსასვლელი ვიზის არქონისას, ასევე,
თუ არ არის შეტანილი განაცხადი თავშესაფრის, საერთაშორისო დაცვის ან ჰუმანიტარული დაცვის მოთხოვნით, იმიგრაციის ერთიანი საკანონმდებლო აქტის ყოფილი 5-sexies მუხლის თანახმად, შეიძლება გაჩნდეს ეჭვი მესამე ქვეყნიდან შემოსული უცხოელი მოქალაქის უკანონო იმიგრაციაზე - დანაშაულზე, რომელიც ისჯება 5,000-დან 10,000 ევრომდე ფულადი ჯარიმით და, მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გაძევებით (მოსამართლე იღებს ინფორმაციას უცხოელი მოქალაქის გაძევების ან უკან გაბრუნების აღსრულებაზე მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად და გამოაქვს განაჩენი დანაშაულის ჩადენის გამო).
თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში გადაწყვეტილება უკანონო იმიგრაციის დანაშაულის შესახებ შეჩერებულია. გაძევების შემთხვევაში, უცხოელ მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლა 10 წლით ეკრძალება.
თუ გაძევებული უცხოელი მოქალაქე კვლავ შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე, ის ჩადის დანაშაულს, რომელიც ისჯება 1-და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით (საკანონმდებლო დადგენილება N.286/1998, მუხლი 13, პუნქტი 13).
შენიშვნა: 2011 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) დაადგინა ქვეყნის (იტალიის) კანონმდებლობის შეუსაბამობა თანამეგობრობის კანონმდებლობასთან, კერძოდ, იმ ნაწილში, სადაც უკანონოდ მყოფი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიმე წევრი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებაზე გაცემული ბრძანების შეუსრულებლობისთვის, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა.
აქედან გამომდინარე, N.286/1998 საკანონმდებლო დადგენილების მე-14 მუხლის 5-ter და 5-quarter პუნქტების დარღვევა აღარ ითვალისწინებს არანაირი საჯარიმო სანქციის გამოყენებას - ხსენებული გადაწყვეტილებით, დე ფაქტო უქმდება ამ პუნქტებით განსაზღვრული საჯარიმო
სანქციები.
აქვე ვაზუსტებთ, რომ N.286/1998 საკანონმდებლო დადგენილების მე-13 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი ძალაში რჩება, ვინაიდან ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ შეხებია.
თუ უცხოელ მოქალაქეს განესაზღვრა გაძევება ან უკან გაბრუნება/შემოსვლაზე უარი, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს უცხოელის საზღვრამდე მიყვანით. როცა ეს ვერ ხერხდება, სასამართლო ორგანოების წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ასეთ სუბიექტს ათავსებენ ე.წ. CPR-ში (რეპატრიაციის მუდმივი ცენტრები). ეს ვადა შეიძლება 12(18 თვე) თვემდე გაგრძელდეს თავშესაფრის იმ მაძიებელთათვის, რომლებიც ,,რისკებს უქმნიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებსა და წესრიგს’’, ან რომელთა მხრიდანაც ,,არსებობს გაქცევის რისკი“. ამ პერიოდში ემიგრანტს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი, თუნდაც სახაზინო წესით დანიშნული, და შეეძლოს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან.
N.132/18 კანონით შესაძლებელი ხდება, უცხოელი დაელოდოს საზღვარზე დაუყოვნებლივი თანმხლები პროცედურის განსაზღვრას, აგრეთვე CPR-სგან განსხვავებულ სტრუქტურებში, რომელიც ეკუთვნის “საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებს.“
იგივე მაგისტრატი მოსამართლე, პოლიციის კომისრის მოთხოვნით, გასცემს განკარგულებას დამტკიცდეს ბრძანება რომლის მიხედვითაც ჩაინიშნება სასამრთლო მოსმენა. თუ სასამართლო მოსმენის შემდეგაც CPR– ში დაკავების შეუძლებლობის პირობები კვლავ რჩება, მოსამართლეს შეუძლია უფლება მისცეს შესაბამის სასაზღვრო უწყებაში ყოფნის, გაძევებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე და ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს ორმოცდათვრამეტი საათისა სასამართლო დამადასტურებელი მოსმენის შემდეგ.
გაძევებასა და უკან გაბრუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს იმ ტერიტორიის პრეფექტი და პოლიციის კომისარი, სადაც გამოვლინდა უკანონო ემიგრაციის ფაქტი, კონსტიტუციის მე-13 მუხლის შესაბამისად. პოლიციის მიერ უცხოელის დაკავების ფაქტი 48 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, დაკავების აქტი მომდევნო 48 საათში გააფორმოს.
თუ გაძევება არ განხორციელდა, უცხოელ მოქალაქეს ეგზავნება განკარგულება 5 დღის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის დატოვების შესახებ. მისი შეუსრულებლობა „გამამართლებელი მიზეზების“ გარეშე ისჯება 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და სავალდებულო დაკავებით, პირდაპირი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. რამდენიმე ხნის წინათ საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუკი
არსებობს საბუთებისა და სათანადო საშუალებათა არქონის გამამართლებელი საფუძვლიანი
მიზეზი, დანაშაული აღარ განიხილება.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის, რომ 2018 წლის 1 დეკემბერის, კანონი N.132-ის მე -5 მუხლით, რომელიც მე -13 მუხლის მე -14 bis პუნქტის ადაპტაციაა, ახლა შეიცავს კანონი N.1987/2006- ის რეგულაციას, რომელიც განმარტავს, რომ “გაძევება მოიცავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის აკრძალვას, აგრეთვე იმ არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებზეც შენგენის შენაძენი ( l’aquis di Schengen ) მოქმედებს.” ვისაც სურს თავშესაფრის ან სხვაგვარი საერთაშორისო დაცვის მიღება, შეუძლია შესაბამისი
განაცხადის გაგზავნა და ფორმა C3-ის შევსება. საერთაშორისო დაცვის მიღებაზე შედგენილი ყველა განაცხადი უმოკლეს ვადაში ეგზავნება უფლებამოსილ ადგილობრივ კომისიას.
წყარო: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 “ახალი პაპის” ქართველი მცველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა მჭედლიძესთან
📌 ქართველ ემიგრანტს ოცნების ასრულებაში ჯან იამანი დაეხმარა - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაურა სამხარაძესთან
📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!
1756022871
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე - ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა, გასული 30 წლის განმავლობაში
„მინდა მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე, 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამო...
1756022511
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: 30 წლის წინ, კონსტიტუციის მიღებით, ქართველმა ერმა განაახლა თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს შენება!
„კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონი, უზენაესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია, რომელიც ინდივიდის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს სამართლებრივად არეგულირებს“, - ასე მიმართა საქართველოს პრ...
1756021236
ახალი ამბები24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების...
1756020089
ახალი ამბებიპოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ...
1755980688
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკების დროს 6 მებრძოლი მოკლეს და ისრაელის დაზვერვის უწყებასთან კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს
ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკების დროს ექვსი მებრძოლი მოკლეს. ირანის უსაფრთხოების ძალები აცხადებს, რომ დააკავეს ორი პირი რომლებიც „მთავარ მტერთან, ისრაელის დაზვერვის უ...