აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები

აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას დაქვემდებარებული დოკუმენტები
📍 სამედიცინო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
📍 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები;
📍 სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
📍 სანოტარო აქტები;
📍 საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები;
📍 ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ასლის დედანთან იგივეობის დამადასტურებელი დამოწმების ფურცელი;
📍 აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული თარგმანის აპოსტილით დამოწმებას ახორციელებს ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანო).
📍 აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება როგორც დოკუმენტის დედანი, ისე ელექტრონული დოკუმენტის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული მატერიალური ამონაბეჭდი ან მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ან სათანადო წესით დამოწმებული მატერიალური ასლი.
აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას არ ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები
📍 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები;
📍 კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ (გარდა სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) გაცემული დოკუმენტები;
📍 ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია საბაჟო და კომერციულ ოპერაციებთან;
📍 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლი, გარდა გამცემი ორგანოს მიერ დამოწმებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლისა;
📍 სამხედრო ბილეთი;
📍 სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი) და მართვის მოწმობა;
📍 ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ქვითრები;
📍 სანოტარო აქტები – ასლის დედანთან სისწორისა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის ნამდვილობის დამოწმება;
📍 ნორმატიული აქტები.
საქართველოში აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებში
📍 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას;
📍 საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემულ დოკუმენტებზე.
პირი უფლებამოსილია , განცხადება დოკუმენტის აპოსტილის დამოწმების შესახებ წარადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ შემთხვევებში:
მატერიალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების შესახებ ელექტრონული ფორმით მიმართვა განმცხადებლის ხელმოწერის გარეშე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაძლებელია წარადგინოს საზღვარგარეთ მყოფმა პირმა იმ შემთხვევაში თუ მატერიალური დოკუმენტი გაცემულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუელბას და განცხადების იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციისგამოყენებით.
ელექტრონული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების შესახებ განცხადება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შესაძლებელია, წარადგინოს პირმა იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი იქნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით, ან თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
დოკუმენტის გაცემის ვადა და ღირებულება:
დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების საფასური:
მე-8 სამუშაო დღეს: 30 ლარი.
მე-4 სამუშაო დღეს: 60 ლარი.
მე-2 სამუშაო დღეს: 120 ლარი.
იმავე დღეს: 150 ლარი.
დოკუმენტის ლეგალიზაციის საფასური:
მე-8 სამუშაო დღეს: 30 ლარი.
მე-4 სამუშაო დღეს: 60ლარი.
მე-2 სამუშაო დღეს: 120ლარი.
იმავე დღეს: 150 ლარი.
ერთი გვერდის თარგმანის საფასური:
30 ლარი.
ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დამყარებული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის გზით მიღებული განცხადების დროს, მატერიალური დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის, ხოლო ელ. დოკუმენტის ელ. აპოსტილით დამოწმების (როცა ვებგვერდზე ირჩევს ვიდეოკომუნიკაციას) მომსახურების საფასური:
3 სამუშაო დღის ვადაში: 55 ლარი.
ერთი გვერდის თარგმანის საფასური: 30 ლარი.
ელ. დოკუმენტის ელექტრონული აპოსტილით დამოწმების მოთხოვნა შესაძლებელია დისტანციური მომსახურებით
ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით წარდგენილი განცხადების დროს (ელ.აპოსტილი) მომსახურების საფასური:
3 სამუშაო დღის ვადაში: 50 ლარი.
საზღვარგარეთ გადასახდელი მომსახურების საფასური (საკონსულო აპოსტილი):
8 სამუშაო დღის ვადაში: 10 აშშ დოლარი.ერთი გვერდის თარგმანის საფასური: 10 აშშ დოლარი.
წყარო: sda.gov.ge
1747935182
საზოგადოებანინო წილოსანი ოპოზიციაზე: ძალადობრივი დაჯგუფებაა, ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები. ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კანონს დაემორჩილოს
იმდენად ძალადობრივი დაჯგუფებაა, რომ არ ერიდებიან და ვერ ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ჯგუფის შიგნითაც არ ჰქონდეთ ძალადობრივი მოწოდებები, ერთმანეთის ბულინგით არიან დაკავებული იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გ...
1747926002
საზოგადოებაალექსანდრე რაქვიაშვილი: აქტივისტი რომ რაღაცას ისვრის, ამას ტელევიზორში აჩვენებენ როგორც გმირობას - გაწირეს 50 ახალგაზრდა და ოპოზიცია თქვენს როლს როგორ ვერ ხედავთ
უამრავი ვიდეოა, სადაც ლანძღავენ პოლიციელებს, გინება მიდის და ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭი დგას, უყურებს ამ პოლიტიკოსებს, ტელევიზორში ხდება მთელი ამბავი და ჰგონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მერე მ...
1747923833
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათ მიერ მართული პროცესი მივიდა იმ კულმინაციამდე, რომ ეგზისტენციალური საკითხი დგას უკვე, ან აგრძელებენ მოქმედებას, ან საერთოდ ასრულებენ ყველაფერს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რადიკალების გეგმებსა და 26 მაისთან დაკავშირებით მათ სპეკულაციებს ჟურნალისტებთან ეხმიანება. „წლების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებდნენ, ერთი და იგივე სიგ...
1747921395
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს
ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წ...
1747921168
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია. არც საიას, არც ნებისმიერ სხვას არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნებს
კარგად იცის საიამ, რომ ელექტრონული არჩევნების გაყალბება, პრაქტიკულად შეუძლებელია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ორი არასამთავრობო ორგა...