“ბადანტეს” მოხუცის მკვლელობისთვის შესაძლოა 14 წელი მიუსაჯონ

38 წლის მომვლელი, სალვატორე სპინა,  რომელიც 86 წლის დივა ბორინის მკვლელობისთვის არის დაკავებული, შესაძლოა ციხეში 14 წლით და 4 თვით ჩაჯდეს.

გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურორმა სწორედ სასჯელის ეს ვადა მოითხოვა სპინას წინააღმდეგ.

საქმე ეხება 2019 წლის 1 მარტს ჩადენილ მკვლელობას, როდესაც დივა ბორინი საკუთარ სახლში შარფით გაგუდული იპოვეს. 

ბრალდების მხარემ ეჭვი თავიდანვე ახალგაზრდა მომვლელზე მიიტანა. სპინა მოხუცთან თვეების განმავლობაში მუშაობდა და მას საბოლოოდ იმდენად დაუახლოვდა, რომ ანდერძი დააწერინა, რომლის მიხედვითაც, ქონების ნაწილს ბორინი სწორედ მას უტოვებდა, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალს ანდერძის შეცვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.

პოლიციამ შემთხვევიდან მეორე დღეს, თავად "ბადანტემ" გამოიძახა და ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ სამსახურში მისულს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

გამოძიების მტკიცებით, ქალი წინა საღამოს დაახლოებით 8 საათზე თავად "ბადანტემ" მოკლა და მეორე დღეს პოლიციაც თავადვე გამოიძახა, კვალის დაფარვის მიზნით. 

პირველი ანდერძის თანახმად, დივა ბორინი საკუთარ ქონებას შუაზე ყოფდა, ნახევარს შვილიშვილს უტოვებდა, ხოლო ნახევარს - მომვლელს. მოგვიანებით აზრი შეიცვალა და ახალი ანდერძის დაწერა გადაწყვიტა, ახალი მომვლელის სასარგებლოდ.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794127280

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ ანტიკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს, შეეცდებიან ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით თავის დაძვრენას

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს მოპ...

დავით მათიკაშვილი

1794125485

მსოფლიო

ტრამპმა ერდოღანთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური განვითარ...

დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1794123143

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს

„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს...

მარიამ ქვრივიშვილი

1794122215

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სა...

მარიამ ქვრივიშვილ

1794121199

საზოგადოება

ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციას, განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში

„ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის...

ხან ჭენგი