საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. საველე კომპონენტის აღსრულების ფაზა ტყიბულისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა.
კრიზისების მართვის სიმულაციური სცენარი დივერსიული აქტების შედეგების ლიკვიდაციას, ხანძრის ქრობასა და მოსახლეობის ევაკუაციას ითვალისწინებდა. სწავლების ფარგლებში, ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების რეზერვისტებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კრიზისის რაიონის იზოლირება, დივერსიული აქტის აღკვეთა, ხანძრის ქრობა, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების ევაკუაცია განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციაც.
თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ დასკვნით საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
სწავლების მთავარ მიზანს სხვადასხვა კრიზისული ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის დახვეწა, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და კრიზისებზე ეფექტური რეაგირება წარმოადგენდა.
„პარტნიორი-2026“-ში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისა და სამხედრო პოლიციის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.
წვრთნებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა, კულტურის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები.
1794039575
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას
დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...
1794039239
ახალი ამბებიბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...
1794038057
ახალი ამბებიალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...
1794034662
ახალი ამბებისამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზ...
1794034379
ახალი ამბებისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...































