რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესიტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება - თამთა მეგრელიშვილი

„ქართული პროდუქციისა და ბიზნესის მიმართ ჩინეთში ინტერესი სულ უფრო იზრდება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართული პავილიონის მიმართ გაზრდილ ინტერესსა და რიგებს ეხმიანება.

როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი აცხადებს, ჩინელი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან მზარდი ინტერესი მეტ ექსპორტირებულ ქართულ პროდუქტს, ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას ნიშნავს.

„სწორად განსაზღვრული ეკონომიკური პოლიტიკა და მიზანმიმართული სტრატეგია კერძოდ, საერთაშორისო გამოფენებში ქართული სტენდების ორგანიზებული და მასშტაბური მონაწილეობა; წამყვან ჩინურ იმპორტიორებთან პირდაპირი კავშირების დამყარება და სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს გლობალურ სტანდარტებთან ადაპტაციაში ეხმარება, კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს დებს.

რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესიტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება. ჩინელი მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის მხრიდან მზარდი ინტერესი მეტ ექსპორტირებულ ქართულ პროდუქტს, ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალ სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას ნიშნავს.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე გასვლა ნიშნავს, რომ ქართული ექსპორტი აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე ტრადიციულ რეგიონულ ბაზარზე. სავაჭრო პარტნიორების გეოგრაფიის გაფართოება ჩვენს ეკონომიკას უფრო მდგრადსა და დაცულს გახდის გარეგანი შოკებისგან. გაიზრდება საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების მიმართ ინტერესიც. ეს კი ერთობლივი საწარმოების შექმნას, ტექნოლოგიების ტრანსფერს და ინფრასტრუქტურის განვითარებას ნიშნავს.

ქვეყნებს შორის აქტიური სავაჭრო ურთიერთობები გააძლიერებს საქართველოს როლს „შუა დერეფნის“ პროექტში. ქართული სახელმწიფო უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საიმედო ხიდი აზიასა და ევროპას შორის“, - წერს სოციალურ ქსელში თამთა მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი