ჭკუის სასწავლებლად, სასამართლომ იტალიელი მღვდელი 2 000 ევროთიც დააჯარიმა

იტალიელი მღვდელი ზარების გადაჭარბებული რეკვისთვის 2 000 ევროთი დააჯარიმეს. ფლორენციელ მღვდელს დონ ლეონარდო ჯუერის ოთხი წელია მეზობლები უჩივიან ზარების ხშირი რეკვის გამო, რასაც აღმოსავლეთ ფლორენციაში ადგილობრივ გაზეთში ხუმრობით „ზარების ბრძოლითაც“ კი მოიხსენიებენ.

შეწუხებული მეზობლები ჩივიან, სისხამ დილიდან დაღამებამდე მღვდელი 200-ჯერ მაინც რეკავს ზარებს, დღესასწაულის დროს - კიდევ უფრო მეტადო. აღარც მუშაობა, შეგვიძლია, აღარც ჭამა და ძილიო.

4 წლის განმავლობაში არაერთი საჩივარი დაიწერა და ხმაურის დასაშვები რეგულაციებიც არაერთხელ გაიხსენეს.

სასამართლომ ადგილობრივი მოსახლეობის სათხოვარი საბოლოოდ შეისმინა და მონდომებულ მღვდელს ზარების დღეში მხოლოდ ორჯერ დარეკვის უფლება დაუტოვა - დილით წირვის დაწყებამდე და საღამოს, დღის დასრულების ნიშნად. ჭკუის სასწავლებლად კი 2 000 ევროთიც დააჯარიმა. განაწყენებულმა მღვდელმა კომენტარზე სასტიკი უარი განაცხადა.

წყარო: ევროპის მოამბე

სხვა სიახლეები:

🔵 იტალიაში ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

🔵 სელფები მოპარულ ევროებთან - ბარში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს

🔵 ნეაპოლელ გამყიდველს, რომელმაც 500 000 ევროიანი ლატარიის ბილეთი გაიტაცა, ფსიქიატრიული პრობლემები აღმოაჩნდა?!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791794633

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს

„პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავ...

შალვა პაპუაშვილ

1791793758

ახალი ამბები

🎥 ხანძარი ბათუმში - მიმდინარეობს ლიკვიდაციის სამუშაოები

ბათუმში, თამარის დასახლებაში მაღალსართულიან მშენებარე კორპუსში ხანძარია გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ლიფტის შახტს გაუჩნდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დრ...

ხანძარი ბათუმში

1791792836

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაუ...

თენგიზ შარმანაშვილი

1791791295

საზოგადოება

12 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში 252 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთში მიმდინარე წლის საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია. ყურძნის მოსავალი 16 500-მდე მევენახემ დააბინავა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. კახეთში გადამუშავებული 252 091 ტ...

რთველი, ყურძენი

1791790659

ახალი ამბები

ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივა...

განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი