გაიცანი იტალია - კაპრი - ზეციური ნეტარება
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge ქართველ ისტორიკოს, ანზორ დიხამინჯიასთან ერთად იწყებს ახალ პროექტს - “გაიცანი იტალია“.
გაიცანი იტალია - კაპრი - ზეციური ნეტარება
სხვანაირად ვერც იტყვი, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას კაპრიზე სურვილი გიჩნდება დაიყვირო - „ შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ ‘’. მაგრამ სინამდვილეში ამის აუცილებლობა არ არსებობს. თითქოს დრო აქ ისედაც შეჩერებულია, თითქოს ინახავს საუკუნეების განმავლობაში კუნძულის ღვთაებრივ სილამაზეს.
როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, კუნძულზე ძირითადად მხოლოდ ერთი დღით ჩამოდიან ამალფის სანაპიროდან. ან სორრენტოდან, ან ისკიიდან ან თუნდაც ნეაპოლიდან. თუ კი არ გინდათ ნაცნობი ღირსშესანიშნაობები გამოგრჩეთ, აჯობებს თითოეული მარშრუტი საგულდაგულოდ დაგეგმოთ. თუმცა უნდა ვაღიარო რომ ტურისტთა უმრავლესობას კუნძულზე მოხვედრისას ავიწყდება პრაქტიკულად ყველაფერი. ყველაფერი გარდა ერთისა, ნანახით და სილამაზით ტკბებიან. მოკლედ თუ მაინც ერთი დღით ხართ, წარმოგიდგენთ შემდეგ მარშრუტს. თუ სუვენირების შეძენას გადაწყვეტთ, გირჩევთ ეს პორტში გააკეთოთ, ანაკაპრიზე ისინი გაცილებით ძვირია. თავად კაპრიზე მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს აჯობებს უბრალოდ ნაყინი დააგემოვნოთ.
მარინა გრანდეს პორტში მოხვედრისას ტურისტთა უმრავლესობა სანავიგაციო კომპანიებს აწყდება, ვარიანტები საკმაოდ ბევრია. პირველი, შემოუვლით კუნძულს, გაცურავთ ფარალიონის კლდეებს შორის, ან შემოიფარგლებით მხოლოდ ცისფერი მღვიმეთი. GROTTA AZZURRA, შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარულია კაპრის ღირსშესანიშნაობებს შორის. სხვათა შორის მას ხმელეთიდანაც მიუახლოვდებით - ანაკაპრიდან ფეხით ჩაუყვებით via Pagliaro ან via Grotta Azzurra - ს, ეს დაახლოებით სამ-ნახევარი კილომეტრია. ან ავტობუსით piazza della pace - დან ანაკაპრიზე და იქიდან კიბით ჩამოხვალთ ქვევით. თუ კი დრო შეზღუდული გაქვს, აჯობებს მღვიმეში მაინც ზღვიდან მოხვიდეთ, შემდეგ ახვალთ ანაკაპრიზე, ცოტას გაისეირნებთ ქალაქში და შემდეგ დაბრუნდებით მარინა გრანდეში.
ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მღვიმე ითვლებოდა დემონების და სულების ადგილსამყოფელად. მაგრამ ეს მითი 1826 წელს ერთმა ადგილობრივმა მეთევზემ ანჯელო ფერრარომ დაამსხვრია, რომელიც გერმანელ მწერალს ავგუსტო კოპიშას და მხატვარ ერნსტ ფრიესს კუნძულის დათვალიერებაში ეხმარებოდა. და იმ დღიდან მოყოლებული სულებმა სამუდამოდ მოსვენება დაკარგეს.
მღვიმეში რომ გასცუროთ, ნავის ფსკერზე უნდა გაწვეთ. როგორც კი თავს აწევთ უცებ ვერც კი დაიჯერებთ თუ სად იმყოფებით, ისევ დედამიწაზე თუ კოსმოსში. ინფორმაციის თანახმად სამი საათის შემდეგ ზღვა შეიძლება მშვიდი არ იყოს და ექსკურსიებს აჩერებენ. ამიტომ მისი გადადება დღის მეორე ნახევრისთვის რეკომენდებული არ არის. მღვიმეში ბანაობა აკრძალულია და მიუხედავად იმისა რომ ბევრი ელოდება ექვსის ნახევარს (ეს ის დროა როცა სალაროები იკეტება !) ამის გაკეთებას მაინც არ გირჩევთ, სიცოცხლისთვის საშიშია.
თუ კი მღვიმეს ამ ეტაპზე გამოტოვებთ როგორც მე მოვიქეცი ვატიკანთან მიმართებაში, არც ამ შემთხვევაში ინანებთ. თუ კი გაგიმართლებთ სასიამოვნო ნაცნონობასაც გამოკრავთ ხელს. საუბარია ერთ ჩვეულებრივ და უბრალო ავტობუსის მძღოლზე, რომელიც ტურისტებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი მგზავრია ავტობუსში, მძღოლი აბსოლუტურად ყველასთან პირდაპირი და გულღიაა. არ დამავიწყდეს, მისი სახელია ედუარდო. ტურისტები ცდილობენ კუნძულზე ყოფნის პერიოდში მასზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიონ, ნაწილობრივ პოულობენ კიდეც. მაგალითისათვის ცნობილია ადრე მისი რომში მოღვაწეობის შესახებ. შემდეგ კრიზისი, შემცირება.... მას ამ თემაზე საუბარი არ უყვარს, არც აძალებენ. კაპრიზე სულიერი სიმშვიდე მოიპოვა. ყოველდღე ნეაპოლიდან გემით მოცურავს და დღეში რამდენიმე რეისს ასრულებს. მისთვის მთავარია რომ მისი მგზავრები კმაყოფილნი იყვნენ.
ანაკაპრისთან უკვე ახლოს მყოფი ის ტურისტებს უფასო კონსულტაციებს უწევს. Piazza Vittoria - ს მარცხნივ ფუნიკულიორია Monte Solaro - ზე, მის უკან ვილა San Michele, ხოლო მარჯვნივ San Michele - ს ეკლესია.
ანგელოზის ფრენა გამახსენდა ეს წუთია და იცით რატომ ? აქაც შეგიძლიათ მსგავსი ემოციით დატკბეთ. შეიძლება ის არ იყოს ისეთი, როგორიც დოლომიტის ალპების ნახვისას, მაგრამ ნანახი მაინც დაუვიწყარი დარჩება. 12 წუთი დაახლოებით 600 მეტრი სიმარლე ზღვიდან. ასე შეგიძლიათ ახვიდეთ Monte Solaro - ში და იქედან დაეშვებით ფეხით. აბსოლუტურად გამართლებული ვარიანტია.
ხედი მაღლობიდან მართლაც დაუვიწყარია. ხედი იმპერატორ ავგუსტუსის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ ესეც უნიკალურია. ნეოპოლიტანიის ყურე, ვეზუვი, სორრენტოს ნახევარკუნძული, კალაბრიის მთები, ამალფის სანაპირო, სალერნო, ერთი სიტყვის მთელი სამხრეთ აპენინები მოჩანს ლამის ხელისგულზე.
როგორც კი დაეშვებით, ვილა San Michele მოინახულეთ. ის ძველი სამლოცველოს ნანგრევებზეა აგებული. ააგო შვედმა მწერალმა და ექიმმა აქსელ მუნტემ, რომელიც კუნძულზე თითქმის 60 წელი ცხოვრობდა. მისი არქეოლოგიური მემკვიდრეობით შეგიძლიათ დატკბეთ როგორც თავად კუნძულიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან, რომელსაც მას მისი მეგობრები უგზავნიდნენ. აქვე ერთი საინტერესო დეტალი, აქსელ მუნტეს ვილას ისტორია გადმოცემულია წიგნში „ სან მიკელეს ისტორია ‘’. ეს წიგნი მსოფლიოს ერთ ერთ ბესტსელერად იქცა. აი ასე.
მაშ ასე, პროგრამის მთავარი ნაწილი უკან მოვიტოვეთ და თავისუფლად შეგიძლიათ ისეირნოთ ანაკაპრიზე. დაიწყეთ via Giuseppe Orlandi - თ, გზად წითელი სახლი ( Casa Rossa ) შეგხვდებათ, ის 1889 წელს ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯონ მაკუენმა შეიძინა. მის ეზოში ქანდაკებებს ნახავთ, რომელიც არქეოლოგებმა ცისფერ მღვიმეში ნახეს.
შემდეგ San nikola - ს მოედანია და ბაროკოს ეპოქის ეკლესია chiesa di San Michele. ის თავისი მოზაიკური იატაკითაა ცნობილი, მასზე გამოსახულნი არიან თავად ადამი და ევა. იქნებ თავად სამოთხე სწორედ კაპრი იყო ? ორიოდ ნაბიჯი და Piazza armando Diaz - ზე გადიხართ და იქვეა წმინდა სოფიას ტაძარი ( Chiesa Di Santa Sofia )
ბედნიერებით ტკბობა ამით არ სრულდება. ნელ ნელა მიუყვებით კუნძულის ქუჩებს, გაოცებისგან ხმის ამოღებასაც კი ვერ გაბედავთ, იქვე ადგილობრივი კატები არხეინად არიან წამოკოტრიალებულნი და არავითარ ყურადღებას არ აქცევენ ტურისტებს. გინდათ საღამო არასოდეს დადგეს, მხოლოდ იმიტომ რომ უკან დაბრუნება გიწევთ. საღამოს ბინდი რომ გადაეკვრება კაპრის, ეს პეიზაჟი გემიდან ულამაზესი სანახავია.
თუმცა მანამდე დრო კიდევ არის. მოკრზალებული ანაკაპრის შემდეგ ბრწყინვალე კაპრის ვესტუმროთ. კონტრასტი უბრალოდ ენით გამოუთქმელია. Via Longano - ს რომ დაუყვებით, აუცილებლად შეგხვდებათ სახლი სადაც მაქსიმ გორკი ცხოვრობდა.
ცოტათი რომ შეისვენოთ კარგია. Piazza Umberto - ზე ყავაც დააგემოვნეთ. ამ მოედანს პიაცეტასაც უძახიან. ადრე აქ ხილის და თევზის ბაზარი იყო. ეხლა კი ტურისტების უსაყვარლესი ადგილია, სადაც ყველა ცდილობს როგორმე დაჩეკინდეს ( რომში ყოფნისას აქედან მთხოვდნენ, სადაც იყავი იმ ადგილით დაჩეკინდიო ) ამ სიტყვაზე მუდამ მეცინება.
კუნძულზე სეირნობისას ტუსისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ვილა იოვისს ( Villa Jovis ), რომელიც ააგეს იმპერატორ ტიბერიუსის ბრძანებით. რომაული ქარცეცხლიანი ცხოვრებისგან დაღლილი ის კუნძულზე სრულ ნეტარებას ეძლეოდა. ვილა საკმაოდ კარგადაა შენახული, მისი ექსპონატები ინახება ნაპოლიში და წმინდა სტეფანეს ტაძარში თავად კუნძულზე.
კუნძულს ამშვენებს კიდევ ერთი ვილა ( Villa Lysis ), რომელიც ფრანგ არისტოკრატ ჟაკ დადელსვარდ ფერზენს და მის რომაელ მეუღლეს ნინო ჩეზარინის ეკუთვნოდათ. ინტრიგებით და სკანდალებით სავსე პარიზს წყნარი კაპრი არჩიეს. წარწერაც კი ამშვენებს ვილას - Amori et Dolori Sacrum.
როგორც კი გახვალთ Giardini d Augusto, რაც იტალიურად ავგუსტუსის ბაღებს ნიშნავს, იქვეა ულამაზესი ყვავილოვანი ტერასები, რომელიც ფარალიონის ზემოდან გადაჰყურებს. და რა თქმა უნდა via Krupp - ხელის ერთ გაწვდენაზეა.
მისი ისტორია ასეთია, მეოცე საუკუნის დასაწყისში კაპრიზე ისვენებდა გერმანელი მეწარმე ალფრედ კრუპპი. ის საზღვაო ბიოლოგიის დიდი მოყვარული იყო და თავის იახტას ძალიან ხშირად მარინა პიკკოლას სიახლოვეს აყენებდა. ერთ დღეს მას ქვემოდან დანახული ხედი იმდენად მოეწონა რომ ინჟინერ ემილ მაიერს დაავალა დაკლაკნილი გზის გაყვანა მარინა პიკკოლადან ჩერტოზა დი სან ჯაკომომდე და ავგუსტუსის ბაღებამდე. დღესდღეობით ამ საოცრებას რომ გაჰყურებ დაჯერებაც კი ჭირს ნუთუ ადამიანს შეეძლო ამის გაკეთება. ის მსოფლიოს ერთ ერთი შთამბეჭდავი ქუჩაა.
აი ახლა კი ნამდვილად ეკვრება საღამოს ბინდი კაპრის. შეგიძლიათ დაეშვათ მარინა გრანდეზე გემის მოლოდინში და ფიქრობ, რა უფრო ულამაზესია - წინ გადაშლილი ზღვის ხედი თუ იდუმალებით სავსე კუნძული უკან.
დარწმუნებული ვარ კუნძულიდან გამგზავრებისას მის მნახველთა უმრავლესობაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს, აი თურმე რა იზიდავდა მხატვრებს და მწერლებს ამ საოცარ სამყაროში.
რა არის კაპრი ? ბრწყინვალე პოემა და საოცარი სინაზით შესრულებული ტილო, შესრულებული შემოქმედის მიერ, ვისგანაც ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ კიდევ.
ავტორი - ისტორიკოსი ანზორ დიხამინჯია
ამავე თემაზე:
1734760568
მსოფლიოგერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...
1734725129
ჰოროსკოპი21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...
1734720482
ჰოროსკოპი„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე
21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...
1734719150
საზოგადოებაცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო
„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...
1734716701
სოციალური მედიანანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...