ქართველი ემიგრანტი ექიმის ისტორია, რომელმაც კურსდამთავრებულის გვირგვინი ხელმეორედ მოირგო

ქართველი ემიგრანტი ლაურა ემრაშვილი ორი წლის წინ გავიცანი. ერთმანეთი სოციალურ ქსელში ვიპოვეთ. იტალიის მთავრობამ, გასულ წელს ლეგალიზაციის კანონი გამოუშვა, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სიხარულის განცდასთან ერთად, საემიგრაციო საზოგადოებაში შფოთისა და შიშის ფაქტორები წარმოიშვა, რაც დამსაქმებელი ოჯახების მხრიდან, ლეგალიზაციის დოკუმენტის მიღების ხელშეშლის მცდელობას მოჰყვა. სწორედ ამ დროს გავიცანი ლაურა, რომელიც, ყველა უსასოოდ დარჩენილ და იმედგაცრუებულ ემიგრანტს ანუგეშებდა და საჭირო რჩევებს უზიარებდა. ჩვენს შორის გაჩენილმა სასაუბრო ენამ, ორივე ჩვენგანი გულახდილ დიალოგამდე მიგვიყვანა. ჩვენ საკუთარი ისტორიები გავცვალეთ და დავმეგობრდით. აღმოჩნდა, რომ პროფესიით ექიმი, იტალიაში უმაღლესი სასწავლებლის ბოლო კურსზე იმყოფებოდა და ექიმის სტატუსის მოსაპოვებლად, ხელმეორედ ემზადებოდა. მაშინ პირობა, მომცა, რომ  ექსკლუზიურ ინფორმაციას პირველად მე მეტყოდა და სწორედ ასე მოხდა. როცა ლაურას კურსდამთავრებულის გვირგვინის მორგების ბედნიერება ხელმეორედ ერგო, სამყაროსეული „ჯადოქრობის“ წყალობით, სწორედ პირველმა გავიგე ეს ამბავი. 

exclusivetv.ge-ს მკითხველს, ქართველი ემიგრანტი ქალბატონის მიზანდასახულობით, შრომით და სწავლით მოპოვებულ იტალიურ ცხოვრებაზე მოგითხრობთ, რომელმაც შეუძლებლის ტოლფასი შეძლო და იტალიაში სრულიად ქართული დიასპორის მაგალითად იქცა.  

- ლაურა ემრაშვილი 53 წლის. დავიბადე კახის რაიონში საინგილოში. გავიზარდე საქართველოში, მედიცინის მუშაკების ოჯახში. ჩვენც, სამივე დედმამიშვილი, ძმა და ორი და მედიცინის გზას გავყევით. სამწუხაროდ, აღარ მყავს, მშობლები და აღარ მყავს ჩემზე უმცროსი და.

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, პედიატრიული ფაკულტეტი, სპეციალობით ბავშვთა ქირურგია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მალევე დავოჯახდი, მეუღლე დათო მაისურაძე, რომელიც იმ პერიოდში მსახურობდა საქართველოს სასაზღვრო ჯარებში, იყო მესაზღვრე აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე. ამ სიტუაციის გამო ექიმად მუშაობა სასაზღვრო ზოლში დავიწყე, სამოქალაქო ექიმად. რაიონული ცენტრიდან და დედაქალაქიდან საკმაოდ მოშორებულ ზონაში. იქ ვისწავლე ექიმის პროფესია. არაფერს ვამბობ სხვადასხვა დაავადებების მქონე ყველა ასაკის პაციენტებზე, იქ ვისწავლე უამრავი დაავადების მართვა. რა არ ვიხილე საკუთარი თვალით. 

ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრეა. მყავს მეუღლე და ერთი შვილი, რომელიც მომავალი ექიმია და მისი ულამაზესი, უჭკვიანესი მეუღლე ანნა, რომელიც სწავლობს მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

ემიგრაციაში ვარ უკვე 10 წელია. მიზეზები აქ წამოსვლის იყო უამრავი, თუმცა ვფიქრობდი 3 წელში უკან დაბრუნებაზე, მაგრამ 3 წელში ქმარი და შვილიც ჩემთან იყვნენ. ემიგრანტების გზა, აქ თითქმის ყველას, მეტ-ნაკლებად ერთნაირი გვაქვს. უცხო მიწაზე, უცხო ცას უყურებ და შენი გენატრება. უძილო ღამეები, მძიმე სამუშაო, ენის ბარიერი, არალეგალურად ცხოვრება და მუშაობა, მაგრამ ერთი ფიქრი გაძლებინებს, ფიქრობ, რომ მალე დაბრუნდები, და შენს უკან დგას ოჯახი, რომელიც იმედით გიყურებს. 

ემიგრაციაში პირველი სიხარულის განცდა, მაშინ მეწვია, როცა ჟურნალების მაღაზიაში ერთი წინადადებით ვკითხე გამყიდველს რაც მაინტერესებდა, მან გაიგო ჩემი იტალიური, მიპასუხა და მეც გავიგე მისი პასუხი. მეორე სიხარული, ქვეყანაში ლეგალიზაციის კანონის გასვლა იყო. მესამე სიხარული, ის გახლდათ, როცა იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების შემდეგ, ჩემს ქვეყანაში ვბრუნდებოდი. შემდეგ კი იყო სიხარულიც და იყო უდიდესი ტკივილიც, რაზე საუბარიც არ მიყვარს.

იტალიაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვების შემდეგ, ნელ-ნელა უამრავი ამბავი ერთმანეთს გადაება: ოჯახის მოწვევა, პატარა მაგრამ საკუთარი ჭერის შეძენა შევძელი, მართვის მოწმობა ავიღე და ჩემი საყვარელი პროფესიის აღიარებაც შევძელი, მილანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და ასე ვთქვათ, ხელმეორედ გავხდი ექიმი.

საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები: შენ ადამიანი კი არა, რკინა ყოფილხარ-თქო!!! ვცდილობ დავივიწყო ემიგრაციაში განცდილი ყველა წყენა და იმედგაცრუება, რადგანაც მათი გახსენება, ისევ მე მტკენს გულს. ახლა ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, რომ მძიმე, 10 წლიანი ცხოვრებიდან, დღევანდელ რეალობაში გადმოვერთო.

მსოფლიოში მიმოფანტულ ჩვენს ემიგრანტებს, პირველ რიგში ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას, საკუთარ ოჯახებთან, საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარ სამშობლოში ლაღად, დარდის გარეშე დაბრუნებას!

მე დღეს, მტკივა ჩემი საქართველო იმაზე მეტად, ვიდრე გუშინ და გუშინწინ, მაგრამ ხვალის დიდი იმედი მაქვს. ვუსურვებ ჩემს ქვეყანას გაბრწყინებას, აღმასვლას და მშვიდობიან მომავალს. მინდა, რომ ჩემ ქვეყანას მუდამ ეს დევიზი გააჩნდეს: ენა, მამული, სარწმუნოება და ტრადიციები!!!

ავტორი: ხათუნა შარაძე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი

1794680000

სპორტი

„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს

აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...

 მერაბ დვალიშვილი

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა