„მირეკავს მოხუცი ადამიანები, რომლებიც ტირიან და შველას ითხოვენ, გაუსაძლის პირობებში მუშაობის გამო“ - გივი გელაშვილი

იტალიაში მცხოვრების ემიგრანტი, პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი, ფეხბურთელი და იტალიური ენის ონლაინ და ქართულის კურსის ონლაინ გაკვეთილების ავტორი, გივი გელაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ემიგრანტების მძიმე ყოფაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მაქსიმალურად გულწრფელი და პირდაპირი ვიქნები. იტალიაში ემიგრანტების მდგომარეობა არის საშინლად ცუდი. სანამ საბუთების საკითხს ასე სისტემატურად შევეხებოდი, კიდევ ვერ წარმომედგინა ამას რა მოჰყვებოდა. დღეში 30 ზარი შემოდის და ამათგან, 25 იმასთან დაკავშირებით, რომ ემიგრანტის უფლებები ირღვევა ან კიდევ უარესი, მათზე დამსაქმებლები ფულს აკეთებენ.
მირეკავს მოხუცებული ხალხი, რომლებიც ტირიან და შველას ითხოვენ გაუსაძლის პირობებში მუშაობის გამო.
ადამიანები, რომლებიც არიან ტერორში იმის გამო, რომ წასასვლელი არ აქვთ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში ან კიდევ უფრო უარესი სადაც ჰქონდათ წასასვლელი გამოაგდეს რადგან თვიურად ვერ იხდიდნენ (ანუ როდესაც სადმე ბინაში ქართველთან ცხოვრობ და მერე გადიხარ გინდ 5 დღე ყოფილიყავი მასთან მერე იხდი ეგრეთ წოდებულ ''სტავკას'' 30 ან 50 ევროს თვეში, იმის მიუხედავად მიდიხარ თუ არა ამ სახლში).
წეღან 70 წლის ქალი მეუბნება დღეში 12 საათს მამუშავებენ, როდესაც ცუდად ვხდები თავს ძალას ვატან, რომ არ გამაგდონ სახლიდან.... იმის მიუხედავად, რომ ნახევარს უხდიან იქიდან რაც სინამდვილეში ეკუთვნის (საბუთიანია).
შუახნის ქალი მეუბნება სამსახურში შევედი, 800 ევროს მიხდიან ხელფასს და ეგერთ წოდებულ დამსაქმებელს, 900 გადავუხადე შესვლისას.
ასევე მირეკავს ქალი და მეუბნება „ტესერა“ (ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი) გამიკეთა ვიღაცა ქართველმა და 500 ევრო გამომართვა.
ემიგრანტების 80% იტალიაში არის გაუთვითცნობიერებელი თუ როგორ დაიცვას თავი ასეთ სიტუაციაში და 90% -მა არ იცის როგორ დაიცვას თავი ისევ თავისი თანამემამულისგან.
ზოგიერთი ქართველი, აი ის ქართველები „აჯენციას“ (დასაქმების ბიურო), რომ უსაბუთო ქართველებს „უზიდავენ“ ასეთ შეთანხმებას დებენ: თვის ბოლოს ხელფასს, რომელსაც გამოიმუშავებს ადამიანი, იმის მიუხედავად, რომ საბუთი არ აქვს, ოჯახი ამ ფულს აძლევს სააგენტოს და სააგენტო აძლევს შემდეგ დასაქმებულს.
ისმის კითხვა რატომ? იმიტომ, რომ შუამავლობის თანხა იყოფა......
მე გულწრფელად გეტყვით, უკვე გულის შიგნით რაღაც მღრნის ამ ყველაფრის მოსმენისას და ძალიან მტკივა.
სადამდე დავედით.... არ ვიცი სად ვეძიო გამოსავალი და როგორ მოვიქცე. კიდევ ბევრს ვერ გპასუხობთ ერთი ადამიანი ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ უნდა დარჩეს ამდენი ადამიანი ასე არ უნდა იტანჯებოდეს.....
თუ ვინმემ დაგიშავათ რაიმე და გაქვთ ფაქტები დაწერეთ კომენტარებში და ერთად გავაცნოთ მათი საქმეები მთელ საქართველოს.“ - წერს გივი გელაშვილი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 თაღლითობა კიბოთი დაავადებული ბავშვების სახელით
📌 გამოვიყენოთ თუ არა გასულ წელს გამოყენებული, ან ვადაგასული დამცავი? - რჩევები სპეციალისტისგან
1748460694
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, „დიფ სთეითის“ გავლენებისგან განთავისუფლდეს, უფრო მეტიც, დაამარცხოს არაფორმალური გავლენები აშშ-ში, ამის ყველაზე კარგი ინდიკაცია იქნება საქართველოსთან დამოკიდებულება
„წინა ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ამის შემდეგ, შეიცვალა მმართველობა, არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვამბობდით, რომ თუკი აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მოახერხებს, რომ „დიფ სთეითის“ გავლენ...
1748460608
საზოგადოებამამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ქართველი ხალხი, შესაბამისად, არ წაჰყვება არავის, მათ შორის, არც აშშ-ს ისეთ ურთიერთობაზე, სადაც უნდა დაზიანდეს ქართული ინტერესი, განსაკუთრებით, თუ ეს შეეხება სუვერენიტეტის დაზიანებას
„პირველი, ყველაფრის მოსასმენად მზად ვართ. ისეთები მოგვისმენია, ამის შემდეგ უარესს ვერაფერს გვეტყვიან, კულისებშიც და კულისებს გარეთაც, ღიად, საჯაროდ. მეორე, გვსურს თუ არა გადატვირთვა? - ჩვენ ყველასთან...
1748455636
ახალი ამბებივიქტორ ორბანი - პრემიერ კობახიძესთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე
პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. „ყოველთვის სას...
1748453196
მსოფლიომარკო რუბიო: მოუთმენლად ველით აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივ მუშაობას
ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე მომავალი აზერბაიჯანისა და მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო...
1748452131
საზოგადოებავატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო, გაითავისეთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე წინ არის! იმიტომ, რომ მართალია - ამ მზაკვრული, იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებთ
ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამ...