საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს.
"საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში 2021 წლის 2 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს.
კონკურსის შედეგად, საელჩოსა და საკონსულო სამსახურში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 6 საუკეთესო აპლიკანტს, 3 შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას საკონსულო სამსახურში, ხოლო 3 - საელჩოში. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
საბუთები მიიღება მ/წლის 2 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით, მისამართზე ([email protected]).
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. განცხადების გადახედვა
2. გასაუბრება ან/და წერითი გამოცდა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
• ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;
• ფლობდეს იტალიურ ენას;
• იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, უპირატესობა მიენიჭებათ პოლიტიკური მეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს;
• კანდიდატს უნდა ჰქონდეს იტალიის რესპუბლიკაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
3. კონკურსის თემატიკა:
იტალიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები
ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანალიზი და დაიჯესტი
საკონსულო ურთიერთობები
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე: [email protected] უნდა წარადგინოს:
ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
დ) პასპორტის ასლი;
ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;
ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).
ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.
კონკურსანტებთან გასაუბრება/წერითი გამოცდა ჩატარდება შემდეგ მისამართზე:
Via del Plebiscito, 102
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი და მოდალობები დამატებით
ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.
სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.
სტაჟირება წარიმართება ეპიდემიოლოგიური ვითარების და იტალიაში არსებული წესების შესაბამისად!"
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 0654450280 ან [email protected]
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში
1794152313
საზოგადოებასაქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას
საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...
1794151114
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია
ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...
1794148500
საზოგადოებაგენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას
საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...
1794145684
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია
„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...
1794142945
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...





























